• რეკლამა
  • კონტაქტი
15:23, ორშაბათი, 18 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კორონასთან დაკავშირებით, მარტივი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი ჩავატარე…“

ალია ავტორი - ალია
01:21 09-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული, კორონავირუსის შესახებ მორიგ წერილს აქვეყნებს:

„კორონასთან დაკავშირებით აღარ ვაპირებდი არანაირი ანალიზის გაკეთებას, მაგრამ გუშინ სულმა წამძლია და მარტივი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი ჩავატარე; უბრალოდ, ისტორიისათვის, მომავალში იქნებ გამოადგეს ვინმეს ამჟამინდელი გამოცდილება; ისევე როგორც მეც ბევრი რამ ვისწავლე “ესპანური გრიპის” მართვის 1918 წლის ქრონიკებისაგან. ორი, სხვადასხვა მიმართულების სტატუსის წამკითხველ დაახლოებით 5 ათასკაციან აუდიტორიაში აღმოჩნდა რომ 45%-ს ეშინია პანდემიის, სრულად აცნობიერებს ყველა მოსალოდნელ საშიშროებას, 55% კი მიიჩნევს რომ პანდემია მიზერული საფრთხეა მოსალოდნელ ეკონომიკურ კატასტროფებთან შედარებით, რაც ხანგრძლივ პერსპექტივაში ბევრად უფრო დიდ მსხვერპლს გამოიწვევს; რაც ლოგიკურია.
ცხადია, პოლიტიკურად მოტივირებულნი არცერთ სპექტრს არ აკლია, და ესეც ბუნებრივია; ცხოვრება არ ჩერდება და პოლიტიკური ცხოვრებაც არ შეჩერებულა. პოლიტიკოსები ყოველთვის ეცდებიან რეალობა მიიმხრონ. ეს მათი პროფესიაა.
ობიექტურობისათვის აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მთელი მსოფლიო დაიბნა პანდემიის საწინააღმდეგო სტრატეგიის არჩევისას. საქართველომ პირველ ეტაპზე საკმაოდ რეალურად შეაფასა საკუთარი ჯანდაცვის შესაძლებლობები და აირჩია დროის მოგების სტრატეგია. სამხედრო პარალელს თუ გავატარებთ, ესეც ლოგიკური იყო; ზუსტად იგივე დოქტრინა აქვს ჩვენს თავდაცვას. ვინაიდან ვერცერთ მეზობელს ომს ვერ მოვუგებთ, თავდაცვის შემთხვევაში უნდა გავძლოთ რამდენიმე დღე, სანამ ვიღაც გვიშველის გარედან პოლიტიკური ბერკეტებით. კარგია ეს თუ ცუდი, ამის განსჯას არ ვაპირებ. ( მე არ მომწონს. შესაბამისად, ქართული ჯანდაცვის ამოცანაც ანალოგიურად ჩამოყალიბდა; ჩვენი მწირი რესურსებით საჭირო იყო მაქსიმალურად გაძლება მანამ, სანამ დანარჩენი მსოფლიო დაარეგულირებდა პანდემიას და შეიმუშავებდა მის საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებებს ვაქცინისა და მედიკამენტების სახით.
ცხადია, ლოდინი, დროის გაწელვა შეიძლება იყოს პასიური და აქტიური. პასიური არის მაშინ, როდესაც უბრალოდ ყველაფერს ჩაკეტავ და შედიხარ ეკონომიკურ-სოციალური ანაბიოზის სტადიაში, ზამთარში ჩაძინებული დათვივით ( მთავარია კანქვეშა ცხიმი გეყოს გასაძლებად), ; აქტიური კი მაშინ, როცა ამ გაწელილი დროის განმავლობაში ცდილობ ახალი ზღუდეების შექმნას, “ტყვია-წამლის” მომარაგებას, ალაგ დაკეტვას, ალაგ გახსნას, სიტუაციის მიხედვით და ა.შ. ამისათვის შეიძლება შიდა და გარე ფინანსური რესურსების გონივრული გამოყენება.
სამწუხაროდ, მსოფლიომ ისევ დაგვაღალატა 
დღეს, ამ წუთისათვის, არც ვაქცინა არის და არც ისეთი რაიმე სანდო მედიკამენტი, რომელიც ვირუსის აფეთქების შემთხვევაში სერიოზული დასაყრდენი იქნება. ვერც ზაფხულმა გააჩერა ინფექცია და არც თავისით გაქრა. ამიტომ, სხვა გზა აღარ დარჩა, დროის გაყვანის პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს. უბრალოდ, წარმოიშვა ახალი დილემა. ამდენი ხნის სოციალურ-ეკონომიკურმა პასივობამ რესურსები ამოწურვის პირას მიიყვანა და ხალხი გამწარდა. ნამდვილად არ ვისურვებდი სამთავრობო ლიდერების ადგილზე ყოფნას, რადგან მათ წინაშე პრაქტიკულად გადაუჭრელი ამოცანაა. აქტიური ლოდინის ტაქტიკაზე გადასვლა გვიანაა, რადგან ფინანსური რესურსები გახარჯულია და თავდაცვითი ზღუდეები ზუსტად იგივე მდგომარეობაში იმყოფებიან, როგორშიც მანამ. ამიტომ, შეზღუდვების ლიბერალიზაციამ შესაძლოა ჯანდაცვის სფეროს პარალიზება გამოიწვიოს. არის გარკვეული ლოგიკა იმაში, რომ ახლა მიუშვან ინფექცია, სანამ სეზონური რესპირატორული ვირუსებით დაავადებულთა ტალღა დაემატება, რათა ახალგაზრდებმა მაინც მოიხადონ და დროებითი იმუნიტეტი შეიძინონ. ეს შანსს მისცემს მოხუცებს, რომ ახლობელი ახალგაზრდებისაგან კოვიდის გადადების რისკი შეიმცირონ ზამთრის სეზონში; მაგრამ ამ ლოგიკის წინააღმდეგ მუშაობს იმის იმედი, რომ იქნება და ნოემბრისთვის ვაქცინამ მოუსწროს (ამერიკა რიხიან დაპირებებს იძლევა) და ყველაზე მოწყვლადი სპექტრის სწრაფი ვაქცინაციით შესაძლებელი გახდეს მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების მინიმუმამდე დაყვანა და ახლა გაღებული მსხვერპლი არასაჭირო აღმოჩნდეს.
არც ერთი მიმართულების აბსოლუტურ ადვოკატირებას არ შევეცდებოდი ამ ეტაპზე, რადგან უკვე იქამდე გვაქვს შეტოპილი,რომ წინ წასვლას თუ უკან დაბრუნებას ერთიდაიგივე აზრი აქვს. ცხადია ეს სამედიცინო თვალსაზრისით. რაც შეეხება ეკონომიკურს, თმენის რა რესურსები შერჩა საზოგადოებას, ამას მე ვერ განვსჯი; ეს ალბათ არჩევნებზე გამოჩნდება და არამარტო საქართველოში.“

თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved