• რეკლამა
  • კონტაქტი
20:21, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კორონა მთელ მსოფლიოს ამოუვიდა ყელში, ყველას მობეზრდა“

ალია ავტორი - ალია
19:53 09-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში წერს:

„კორონა მთელ მსოფლიოს ამოუვიდა ყელში. ყველას მობეზრდა. ვინც თავად იხილა და იგემა კორონა, სჯერა იმის რომ კორონა არსებობს; ვინც მხოლოდ შორიდან, ჯიუტად აჯერებს საკუთარ თავს, რომ კორონა არ არსებობს და ზუსტად ისეთივე განწყობა აქვს მის მიმართ, როგორც პამპლონაში ხარის წინ მორბენალ ბრბოს; იცის რომ ხარი თუ დაეტაკა, რქებზე ააცვამს, მაგრამ რა არის იმის ალბათობა რომ ხარი შენ გამოგარჩევს ბრბოში და თუ მაინცადამაინც გამოგარჩია, იმის ალბათობა, რომ სასიკვდილოდ დაგასახიჩრებს? ჰოდა, ამ ალბათობით მოგვრილი სითამამით აგრძელებს სირბილს ხარის წინ.
ბრბო ვერ და არ გაჩერდება. ბრბო იმისია რომ სიკვდილის ხილვით გაერთოს და იხალისოს, თავადაც გაეთამაშოს. სიკვდილთან შეთამაშება იშვიათი ფუფუნებაა და ბრბოს კრებით ენერგიას აქვს შიშის დროებითი გაქარწყლების უნარი, ამიტომ დარბიან პამპლონაში გადარეული ხარის წინ და ამიტომაც სულ ირბენენ.
საოცრად უგუნური უნდა იყო რომ პამპლონაში ხარის წინ მორბენალთ დაფიქრება მოსთხოვო. დაგცინებენ, ან ხარი მონაგონია, ისე გადაგთელავენ. ამიტომ, შორიდან უნდა უყურო და მერე მიეხმარო დასახიჩრებულების აკრეფაში. მათთვის ხარი ჰიპოთეტური საფრთხეა, გულწრფელად სჯერათ რომ ვერაფერს ავნებს და პრინციპში, არ არსებობს არგუმენტი, რომელიც ბრბოში ხარის მიერ ინდივიდის გამორჩევის იშვიათ შანსს გააბათილებს, ამიტომ, კამათიც არ ღირს. ვისაც ხარის ეშინია, და ალბათობის საფრთხეს პატივს სცემს, ის არც დარბის პამპლონაში.
ამიტომ, ზოგი ირბენს ხარის წინ და ზოგიც გააგრძელებს მორბენლებზე შორიდან დაკვირვებას. არც ერთ მხარეს მოაკლდება მრევლი და არც მეორეს. ვერც მორიგდებიან ვერასოდეს, რადგან ერთადერთი რეალური არგუმენტი ნეკნებს შორის გაყრილი ხარის ალესილი რქებია, რომელიც თავად უნდა შეიგრძნო.
ამიტომ …“

თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved