• რეკლამა
  • კონტაქტი
09:00, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კონკურსი – „ფინანსური განათლება მხატვრულად“

ალია ავტორი - ალია
16:04 06-12-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
166

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პორტალი Finedu წიგნის საყოველთაო და განსაკუთრებული მნიშვნელობის იდეის და ფინანსური განათლების საკითხების პოპულარიზაციისა და მათი ცხოვრებისეულ კომპეტენციებად წარმოჩენის მიზნით აცხადებს კონკურსს სახელწოდებით „ფინანსური განათლება მხატვრულად“.

კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა უნდა შექმნან მოთხრობები, რომლებიც მხატვრული სიუჟეტის საშუალებით წარმოაჩენენ ფინანსური განათლების საკითხებს, მკითხველებს მათ მნიშვნელობაზე დააფიქრებენ და იმავდროულად გასაგებს გახდიან, რომ ეს საკითხები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილია.

კონკურსის დევიზია „დაწერე, აჩუქე, მოიგე!“. კონკურსის მთავარი იდეაა, დააფიქროს ადამიანები ფინანსური განათლების საკითხებზე და დაანახოს მათი აქტუალობა და მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული რომლებიც ფულად პრიზებთან ერთად დაწესებულ სხვა ფასიან საჩუქრებსაც მიიღებენ.

ნამუშევრები შეფასდება ორ კატეგორიაში: 1) ფინანსური განათლების საკითხების წარმოჩენა და 2) ნამუშევრის მხატვრული, ლიტერატურული ხარისხი. პირველ კატეგორიაში შეაფასებენ ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის კომიტეტის წევრი ორგანიზაციები, ხოლო ლიტერატურული ღირებულების ნაწილში შეფასება გაკეთდება ლიტერატურული და საგამომცემლო სფეროს პროფესიონალების მიერ.

საკონკურსო ნამუშევრები 23 ივნისის ჩათვლით მიიღება. ფინალის 20 მონაწილის ვინაობა 4 სექტემბერს გახდება ცნობილი, ხოლო გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება კი 9 სექტემბერს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ კონკურსი ასევე, ეხმიანება წიგნების საყოველთაოდ ხელმისაწვდომობის იდეას და კონკურსის მონაწილე ავტორების სახელით ერთ-ერთ სასკოლო ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცემა წიგნები.

კონკურსის დეტალური პირობები იხილეთ: https://shorturl.at/adoFJ

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved