• რეკლამა
  • კონტაქტი
13:18, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კონიუნქტურას რომ მოერგო – მორჩილი ღორი უნდა იყო და ინტელექტი არ გაგაჩნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სააკაშვილ/კეზერაშვილის ფავორიტებს საფრთხეს შეუქმნი“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:39 10-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
242

„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ქართული პოლიტიკა მაინტერესებს, სულ მცირე, 35 წელია (1988 წლიდან დავიწყე მიტინგებზე სიარული).
ქართულ პოლიტიკას ძალიან ახლოდან ვუყურებ 26 წელია (1997 წელს ჩავერთე რეფორმების პროცესში და მცირე პაუზებს თუ არ ჩავთვლით, ხელი არც ამიღია).
ამ წლების განმავლობაში, რამდენი ვნახე, ალბათ წარმოგიდგენიათ!
მაგრამ ასეთი უბირი, ასეთი უხარისხო, ასეთი გაპარტახებული პოლიტიკური დისკუსია არასოდეს ყოფილა.
ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოგონება, ან შთაბეჭდილება – არქივთან ბევრს ვმუშაობთ და უბრალოდ სხვა ხარისხის დისკუსიებს ვისმენ, რომელიც შეიძლება იშვიათობა იყო, მაგრამ მაინც იყო.
ათ ადამიანს ვეღარ იპოვი ჩვენს კონკურენტ პოლიტიკურ სპექტრში (ფართო გაგებით სპექტრს ვგულისხმობ – სამოქალაქო სექტორის და მედიის ჩათვლით), რომელთანაც თანასწორ, არგუმენტირებულ დისკუსიას შეძლებ ისე, რომ სათუთი თვითშეფასება არ დაუზიანო.
ეს უპრეცედენტო უხარისხობა გამოიწვია თავისუფალი კონკურენციის უპრეცედენტო შეზღუდვამ.
საქართველოში ყოველთვის ზღუდავდა ხელისუფლება თავისუფალ კონკურენციას და ოპონენტების გამოხატვას, მაგრამ ხელისუფლების კონტროლისგან გადარჩენილ ოპოზიციურ ველზე კონკურენცია თავისუფალი იყო – ყოველთვის.
დღეს ვართ უპრეცედენტო რეალობის წინაშე, როდესაც თავისუფალი კონკურენცია ოპოზიციური ოლიგარქიის მიერ ტოტალურად იზღუდება იმისთვის, რომ ბელადის და ოლიგარქის მორჩილი უხარისხო პოლიტიკოსების დომინაციას არაფერი დაემუქროს.
სააკაშვილმა და კეზერაშვილმა რომ თავი რაღაც პროცესის ლიდერებად იგრძნონ, იზღუდება თავისუფალი კონკურენცია, პარტახდება პოლიტიკის ხარისხი და ვიღებთ ბანდერლოგების განვითარების პოლიტიკას.
პოლიტიკის ხარისხის თვითგანადგურების პროცესში აქტიურადაა სამოქალაქო სპექტრიც – თუ იაზროვნეს და ოპოზიციურ ოლიგარქიას დაუპირისპირდნენ, ისინი სააკაშვილის და კეზერაშვილის მედიად წოდებული რუპორებით ვეღარ ისარგებლებენ, ამიტომ უწევთ თავი დაიჩლუნგონ და დაიბრმავონ, იმისთვის რომ იტივტივონ და გადარჩნენ.
კონიუნქტურას რომ მოერგო – მორჩილი ღორი უნდა იყო და ინტელექტი არ გაგაჩნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სააკაშვილ/კეზერაშვილის ფავორიტებს საფრთხეს შეუქმნი და სააკაშვილი თავს მესიად, ხოლო კეზერაშვილი თავს ქართული პოლიტიკის ტონი მონტანად ვეღარ იგრძნობს – ასე მათ თვითშეფასება გაუნადგურდებათ.
როცა დაკვეთა უინტელექტობაზე და ღორობაზეა, რომ ვიღაც მელეხმა თავი ინტელექტუალად და ადამიანად იგრძნოს, ცხადია მიწოდებაც ჩნდება – პოლიტიკა ინტელექტისგან იცლება და ღორებით ივსება.
ამიტომ ნუ გიკვირთ რომ ჭაობში ვფართხალებთ და ლაფი გვისვია.
ივანიშვილი თავიდანვე ამ ამოცანით მოვიდა – მან გახსნილად გვითხრა რომ ორუელის ცხოველების ფერმა გამოადგა და “გია ნოდიასნაირები აღარ იარსებებენ”.
მაგრამ ივანიშვილი დღეს ცარიელ კარში თამაშობს.
ივანიშვილის ცალკარა თამაშის მიზეზი ნებისმიერი, ოდნავ გონიერი ადამიანისთვის ცალსახაა – მაგრამ ამის ხმამაღლა თქმას პატიოსნება და გამბედაობა სჭირდება. ეს ორი კიდევ უფრო დიდ დეფიციტშია, ვიდრე ინტელექტი.
ივანიშვილის წინააღმდეგობის ხარისხი ვერ გაიზრდება, სანამ სააკაშვილის და კეზერაშვილის მიერ შექმნილ/ნაყიდი სისტემა არ ჩამოინგრევა.
სანამ წარმატების გზად მლიქვნელობა, უინტელექტო და უპრინციპო ღორობა ითვლება და თუ მათნაირი უინტელექტო ღორი არ ხარ, არ გაშუქებენ – ერთ დროს ღირსეული რომ გეგონა, ის ადამიანებიც გაღორდებიან – ასე მუშაობს მოთხოვნა-მიწოდების პრინციპი.
იმისთვის, რომ ქართული პოლიტიკის ხაბეიშვილიზაცია შეწყდეს, ოპოზიციური პოლიტიკის ხარისხი გაიზარდოს, ცხოველების ფერმის ფინალიდან გამოვძვრეთ და ბიძინა დამარცხდეს, სააკაშვილ-კეზერაშვილის შექმნილი სისტემა უნდა დაინგრეს, ამ სისტემის მონები ნანგრევებში მოყვნენ და თავისუფალი კონკურენცია დამკვიდრდეს.“
თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved