აშშ-ს რესპუბლიკელი კონგრესმენი, ბრაიან ფიცპატრიკი წერს, რომ წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს პეტიცია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ “დამანგრეველ” სანქციებზე კენჭისყრის გამართვას მოითხოვს.
ამასთან, ფიცპატრიკი მედიაში გავრცელებულ “28-პუნქტიან აშშ-ს სამშვიდობო გეგმას” რუსეთში შემუშავებულ პროპაგანდას უწოდებს, ასევე არასერიოზულს და სისულელეს.
“ეს რუსეთში შემუშავებული პროპაგანდა უნდა იყოს უარყოფილი და უგულებელყოფილი იმ არასერიოზული სისულელის გამო, რაც არის. ამ მომენტს ესაჭიროება მშვიდობა ძალის მეშვეობით და არა – დაშოშმინების პოლიტიკა.
დღეს ჩვენ წარმომადგენელთა პალატის კლერკსა და ხელმძღვანელობას ოფიციალურად შევატყობინეთ ჩვენი გამოთხოვნის პეტიციის შესახებ, რომელიც ჩვენი [კონგრესის] დაბრუნებისთანავე რუსეთის წინააღმდეგ დამანგრეველ სანქციებზე კენჭისყრის დაუყოვნებლივ გამართვის ვალდებულებას ქმნის.” – დაამატა მან.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ასევე აღნიშნა, რომ “აშშ-ს ხუთშაბათისთვის რუსეთის მხრიდან სურს პასუხის მიღება უკრაინის ტერიტორიიდან უპირობოდ გასვლის თაობაზე,” და არა – პასუხი ზელენსკისგან, სამშვიდობო შეთანხმების მიღების თაობაზე.














კომენტარები