• რეკლამა
  • კონტაქტი
12:10, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კონგრესმენი უილსონი ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დასაწესებლად კანონპროექტს წარადგენს

ალია ავტორი - ალია
11:36 05-20-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,181

აშშ-ს ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელ “X”-ზე წერს, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ შეჩერდეს რუსული კანონი და გადარჩეს საქართველოს სუვერენიტეტი.

კომისია ამ განცხადებას თან ურთავს გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც საუბარი იმაზეა, რომ კონგრესმენი ჯო უილსონი სანქციების შემუშავებაზე მუშაობს ქართველი მაღალჩინოსნებისთვის რუსული ყაიდის კანონის მიღების გამო. უილსონი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა.

“რუსეთისგან შთაგონებულმა კანონმა საქართველოში უპრეცედენტო პროტესტის მისცა ბიძგი. კანონი დაგმეს როგორც აშშ-ს, ისე ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა”, – წერია სტატიაში.

გამოცემის თანახმად, კონგრესმენის მიერ შემუშავებული კანონპროექტი მოითხოვს სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებისთვის საქართველოს მთავრობის იმ წარმომადგენელთა იდენტიფიცირებას, ვინც პასუხისმგებელია “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღებაზე. კანონისა, რომელიც შექმნილია სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების ჩასახშობად.

“უილსონის კანონპროექტის და სხვა მსგავსი ზომები, რაზეც სენატში მიდის მსჯელობა, მიზნად ისახავს დაანახოს “ქართულ ოცნებას”, რომ ან შეეშვება უცხოური აგენტების შესახებ კანონს, ან მიიღებს იმ შედეგებს, რაც ამას აშშ-სგან მოჰყვება”, – წერია სტატიაში.

კონგრესმენი გამოცემასთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა მისთვის გულისმომკვლელია.

“ქართველი ხალხი არის განსხეულება თავისუფლების იდეისა და შთამაგონებელი ამერიკელებისთვის”, – ამბობს უილსონი, – “სამწუხაროდ, პრორუსული მთავრობა პატრიოტი ქართველების წინააღმდეგ მიდის, რომელთაც არ სურთ კრემლისებრ ბნელეთში ცხოვრება. უნდა შეწყდეს რეპრესიები თავისუფლებისმოყვარე ქართველების წინააღმდეგ. აშშ მკაცრად მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებს.”

კონგრესმენ უილსონის კანონპროექტი პირველი ნაბიჯია, რაც აშშ-ს მხრიდან დაპირებული შედეგების გამოხატულება იქნება. კანონპროექტს, სავარაუდოდ, ორშაბათს წარადგენენ და როგორც გამოცემა წერს, მაღალი ალბათობით, ადვილად იქნება მიღებული საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ.

უილსონის კანონპროექტი ინდივიდებზე სავიზო შეზღუდვისა და სანქციების დაწესების გარდა, მოუწოდებს ბაიდენის ადმინისტრაციას, რომ შეისწავლოს რა შესაძლებლობები აქვს საქართველოში რუსულ დაზვერვას და რამდენად დიდია ჩინეთის გავლენა. ასევე მოუწოდებს შესაბამის აღმასრულებელ უწყებას, წარმოადგინოს ანგარიში საქართველოში “შეუფერებელი პოლიტიკური გავლენების, კლეპტოკრატიისა და ელიტური კორუფციის შესახებ”, განსაკუთრებით, თუ ეს რუსეთის სასარგებლოდ ხდება. ასევე მოძიებულ უნდა იქნას ინფორმაცია, აარიდეს თუ არა ცალკეულმა ინდივიდებმა თავი საქართველოში საერთაშორისო სანქციებს რუსეთზე.

უილსონი ასევე ითხოვს სანქციების დაწესებას მთავრობის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევაში არიან გამოვლენილნი.

თუ უცხოური აგენტების შესახებ კანონი ძალაში შევა, კონგრესმენის კანონპროექტი ითვალისწინებს მხარდაჭერას ოპოზიციური მოძრაობის მიმართ. ასევე არჩევნებამდელ პერიოდში დემოკრატიულ გარემოზე დამკვირვებელი ჯგუფის შექმნას.

უილსონის მიერ შემუშავებული პირველადი ტექსტი, კანონის გაუქმების შემთხვევაში საქართველოს მეტად ინტენსიურ სავაჭრო ურთიერთობას სთავაზობს, მხარდაჭერას თავდაცვაში. ასევე ითვალისწინებს მეტ შესაძლებლობას ქართველებისთვის, რომ აშშ-ს სამოგზაუროდ, სწავლისთვის, ეკონომიკური და სხვა მიზნებით ეწვიონ.

უილსონის მიერ საქართველოსთვის გაწერილი სარგებელი იმ შემთხვევაში მოვა მოქმედებაში, თუ დადასტურდება საქართველოს პროგრესი დემოკრატიული განვითარების გზაზე, რისი მტკიცებულებაც პირველ რიგში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემო უნდა იყოს.

“აშშ-ს ინტერესი ქართული დემოკრატიის დაცვასა და უზრუნველყოფაში განპირობებულია ქართველ ხალხთან მეგობრობითა და მათი ევროატლანტიკური არჩევანისადმი მხარდაჭერით”, – ნათქვამია უილსონის ტექსტში.

საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო. თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

არაერთი კვირაა თბილისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, სადაც რიგ შემთხვევებში ათი ათასობით მოქალაქე იღებს მონაწილეობას.

დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპულ სახელმწიფოში არ არის.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

„ქართულმა ოცნებამ“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსულ კანონში ისეთი ცვლილება უკვე შეიტანა, რომელიც კანონს მონიტორინგის ნაწილში ფიზიკურ პირებსაც შეახებს. ამის შესახებ ჩანაწერი მესამე მოსმენით დამტკიცებულ ვერსიაში გაჩნდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved