• რეკლამა
  • კონტაქტი
16:48, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კონგრესმენები პრემიერ გახარიას წერილებს წერენ დამოუკიდებლად”

ალია ავტორი - ალია
19:15 02-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს – USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ, ბონი გლიკმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აშშ-დან კონგრესმენების მიერ გამოგზავნილ წერილებზე ისაუბრა:

„ვიცი, ქართველ ხალხში დიდ ინტერესს იწვევს ის, თუ რა ხდება აშშ-საქართველოს ურთიერთობაში, მაშინ, როცა არიან ადამიანები აშშ-ის კონგრესში, რომლებიც წერილებს უგზავნიან პრემიერ-მინისტრს. ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც განვითარებულ, ჩვენნაირ დემოკრატიას ახასიათებს ან დემოკრატიას საქართველოში, არის ის, რომ არსებობს უამრავი ადამიანი, ვისაც ძალიან აინტერესებს ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ. აშშ-სა და ჩვენს კონგრესში არის უზარმაზარი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აქვს დიდი წინსვლა დემოკრატიის მიმართულებით, რომ იქცეს განვითარებულ დემოკრატიად, აქტიური სამოქალაქო საზოგადოებით, რომელიც არის ერთ-ერთი წამყვანი მონაწილე მთავრობის პოლიტიკის შექმნაში. აშშ-ში გვაქვს განვითარებული დემოკრატია და ხელისუფლების სამი თვალსაჩინო შტო: საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო შტოები. ჩვენი საკანონმდებლო შტო წარმოდგენილია კონგრესმენებისა და სენატორების მიერ, რომლებიც თქვენ ახსენეთ. ისინი ძალიან აქტიურად არიან ჩართულები აშშ-სა და საქართველოს შორის კარგი ურთიერთობებისა და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პარლამენტის მიერ კარგი, მყარი პოლიტიკის განხორციელების ადვოკატირებაში.

ისინი მოქმედებენ დამოუკიდებლად და განცალკევებით აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, რომელსაც მე წარმოვადგენ, როგორც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელი „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში“. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი კონგრესის წარმომადგენლებს აწუხებთ საქართველოში მიმდინარე პროცესების ბუნება. მათი ეს ინტერესი კი გაპირობებულია მათი და მათი ამომრჩევლების ინტერესით. აღმასრულებელი შტო დამოუკიდებლად მოქმედებს და ჩვენ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის ჩვენი გზები გვაქვს, რომელთაც დიდწილად წარმართავს ჩვენი საელჩო თბილისში და ჩვენი ახალი ელჩი, რომელიც მიმდინარე კვირაში შეუდგა მუშაობას.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved