• რეკლამა
  • კონტაქტი
00:57, შაბათი, 3 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კომპანია „საქართველოს მაცნე“ თიბისის პარტნიორობით კიდევ უფრო გაიზრდება

ალია ავტორი - ალია
14:43 07-24-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
111

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი კერძო სტამბა და გამომცემლობა, „საქართველოს მაცნე“, თიბისის მხარდაჭერით კიდევ ერთ ფილიალს გახსნის. კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ლევან ფოფხაძე „საქართველოს მაცნის“ განვითარების ისტორიას გვიყვება:

„წიგნების გამოცემით 90-იანი წლების დასაწყისშიდავინტერესდი. მაშინ არ არსებობდა კერძო გამომცემლობები და სტამბები, წიგნების გამოსაცემად აუცილებლად სახელმწიფო გამომცემლობასთან უნდა გეთანამშრომლა. ამიტომ გამომცემლობა „განათლებას“ გავურიგდიდა მათთან ერთად დავიწყეთ მხატვრული ლიტერატურის გამოცემა. იმ წლებში დაახლოებით 30 წიგნი გამოვეცით, ძირითადად მხატვრული ლიტერატურა.

საქმე უკან მას შემდეგ წავიდა, რაც კუპონები შემოვიდა და ინფლაცია დაიწყო. ამან დიდი თანხები დაგვაკარგვინა. ამიტომ გადავწყვიტეთ, დარჩენილი რესურსით  პოლიგრაფიული საქმიანობა დაგვეწყო.

1996 წელს იჯარით ავიღეთ 100 კვ.მ ფართი და რამდენიმე დანადგარი და დავიწყეთ წიგნების ბეჭდვა. იმ დროისთვის უკვე გაჩნდა კერძო გამომცემლობებიც და ვბეჭდავდით როგორც საკუთარი გამომცემლობისთვის, ასევე მათთვისაც. საქმე კარგად წავიდა და მალევე გავხსენით კიდევ რამდენიმე, უკვე შედარებით დიდი ფილიალი და გავაფართოვეთ როგორც სტამბა, ასევე გამომცემლობაც.

იქიდან მოყოლებული, ვბეჭდავთ და გამოვცემთ ძირითადად სასკოლო სახელმძღვანელოებს, სასკოლო დამხმარე ლიტერატურას, ასევე მხატვრულ, საბავშვო და სამეცნიერო შემეცნებითლიტერატურასაც.

ვმონაწილეობდით კონკურსებშიც და, მოხდა ისე, რომ 2008 წლამდე კერძო კომპანიებს შორის ყველაზე მეტი დასახელების – 67 წიგნი გვქონდა გამოცემული.

2012 წლიდან ეს კონკურსები შეწყდა. 2018 წელს კი, მათი განახლებისთანავე, ისევ ჩავერთეთ კონკურსებში და მას შემდეგ თითქმის ყოველ წელს „საქართველოს მაცნის“ მიერ დაბეჭდილ და გამოცემულ რამდენიმე სახელმძღვანელოს ენიჭება გრიფი. წელს გრიფი მიენიჭა XI კლასის ფიზიკის და ქიმიის, პირველი და მეორე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე პირველი და მეორე კლასების ჭადრაკის სახელმძღვანელოებს.

დღეისათვის სტამბა „საქართველოს მაცნის“ უკვე 5 შენობა განლაგებულია თბილისსა და წეროვანში. მეხუთე, 1100 კვ.მ ფართის შენობა თიბისის მხარდაჭერით ავაშენეთ და აღვჭურვეთ უმაღლესი ხარისხის დანადგარებით.

სტამბაში სტაბილურად 40 ადამიანია დასაქმებული, თუმცა „ცხელ თვეებში“, როცა დიდი რაოდენობით შეკვეთები გვაქვს მოსასწრები, დაახლოებით 15 ადამიანს ვამატებთ. გამომცემლობაში 15 დასაქმებულია.

მოთხოვნა სასკოლო სახლმძღვანელოებზე საკმაოდ დიდია. ჩვენი მიზანია, მოკლე დროში რაც შეიძლება მეტი წიგნის ბეჭდვა შევძლოთ, ამიტომ ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ დანადგარების რაოდენობა და შესაბამისად, სიმძლავრეც, რაშიც, რა თქმა უნდა, ისევ თიბისის მხარდაჭერის იმედი გვაქვს.“

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved