• რეკლამა
  • კონტაქტი
03:15, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კომპანია, რომელსაც მერიამ ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა გადაუხადა, ისლამურ რევოლუციურ გუშაგთა კორპუსს აფინანსებდა

ალია ავტორი - ალია
14:04 12-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

კომპანია Arvand Petrochemical Company-ს , რომლისგანაც თბილისის მერიამ სამშენებლო მასალა შეიძინა, სანქცია 2019 წელს ისლამურ რევოლუციურ გუშაგთა კორპუსს ფინანსური მხარდაჭერისთვის აქვს დაწესებული აშშ-სგან.

ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები 2019 წელს Arvand Petrochemical Company–სდამფუძნებელ კომპანიას, ირანის უდიდეს ნავთობქიმიურ ჯგუფს – “სპარსეთის ყურის ნავთობქიმიური მრეწველობის კომპანიას (PGPIC)” დაუწესა. ამის მიზეზი კი, კომპანიის მიერ ისლამური რევოლუციური გუშაგთა კორპუსის ფინანსური მხარდაჭერა გახდა.

“ამ ქსელის დამიზნებით ჩვენ ვაპირებთ, უარი ვთქვათ ირანის პეტროქიმიური სექტორის დაფინანსებაზე, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ისლამური რევოლუციურ გუშაგთა კორპუსს (IRGC). ეს ქმედება არის გაფრთხილება, რომ ჩვენ სანქციას დავუწესებთ ჰოლდინგურ ჯგუფებს და კომპანიებს პეტროქიმიის სექტორში და სხვაგანაც, თუ დავინახავთ, რომ ისინი IRGC-ს ფინანსურ სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფენ”, – თქვა ხაზინის მდივანმა, სტივენ ტერნერ მნუჩინმა.

ამასთან, ეს სანქციები სხვა ამეირკულ კომპანიებს უკრძალავს ნებისმიერი სახის თანამშრომლობას ირანულ კომპანიებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის  სანქციები, შესაძლოა, მათზეც გავრცელდეს.

ცნობისთვის, ისლამური რევოლუციური გუშაგთა კორპუსის გენერალი ქასემ სოლეიმანი აშშ-ის უპილოტო აპარატის საჰაერო თავდასხმის შედეგად 2020 წლის 3 იანვარს დაიღუპა. გუშაგთა კორპუსი კი, შურისძიებით დაემუქრა ყველას, ვინც ამ მკვლელობაში მონაწილებას იღებდა, მათ შორის, ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც, რადგან დაჯგუფებაში მიიჩნევენ, რომ მკვლელობა მის მიერ იყო დამტკიცებული.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ სამშენებლო მასალა აშშ-ს სანქცირებული ირანული კომპანიისგან სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი სოლიდური თანხით შეიძინა. ინფორმაციას ამის შესახებ ენმ-ს წევრები, ლევან ხაბეიშვილი და ირაკლი ნადირაძე ავრცელებენ.

თეგები: თბილისის მერიაკახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved