• რეკლამა
  • კონტაქტი
14:02, ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა

ალია ავტორი - ალია
13:45 06-03-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
88

28 მაისს PSP-ს ადმინისტრაციულ დირექტორს მამუკა ბრეგვაძეს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ კორპორატიული წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა.  

(EUGBC) არაკომერციული ასოციაციაა, რომელიც 2006 წელს ბრიუსელში ქართული და ევროპული კომპანიების მიერ დაარსდა. საბჭოს ძირითად მიზნები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მოცულობის ზრდის ხელშეწყობა, ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა და ევროპაში საქართველოს პოპულარიზაციაა.

EUGBC-ის წევრი კომპანიები სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენენ; როგორიცაა  ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ფარმაცევტული, სადაზღვევო, საბანკო სექტორი, ტურიზმი, პროფესიული საკონსულტაციო მომსახურება, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და სხვა. ამჟამად, საბჭო 120-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს.  

„EUGBC-ის ამოცანაა, შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის მეშვეობით, ხელი შევუწყოთწევრების საინტერესო საერთაშორისო პროექტებში ჩართვას და გავუწიოთ დახმარება პარტნიორების მოძიებაში.

ამასთან, PSP-სთან თანამშრომლობით, ჩვენ ვგეგმავთ წვლილი შევიტანოთ ქვეყანაში ფარმაცევტული წარმოების საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებაში და მხარდაჭერა გაუწიოთPSP-ს, როგორც მაღალი საერთაშორისო სტანდარტების მქონე კომპანიის პოპლარიზაციას, მათ შორის, ახალ საექსპორტო ბაზრებზე შესვლის მიმართულებით“- განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.

”ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს დიდი და მრავლწლიანი გამოცდილება აქვს კომპანიებისთვის მრავალმხრივი მხარდაჭერის, როგორც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობის განვითარების, ასევე ინვესტიციების მოზიდვის, ევროპული გამოცდილების გაზიარებით საკანონმდებლო ცვლილებებთან გამკლავებასა და ახალ ბაზრებზე წვდომაში.

EUGBC ასოციაციის წევრობა კარგი შესაძლებლობაა თითეული კომპანიისთვის ბიზნეს ფორუმებში, კონფერენციებსა და სხვადასხვა სექტორში საქმიან პარტნიორებთან ქსელურ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის ლოჯისტიკის, კონსალტინგისა და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის სფეროებში“- განაცხადა მამუკა ბრეგვაძემ.

 

EUGBC-სთვის PSP-ს წევრობა გაამდიდრებს ასოციაციის სექტორულ მრავალფეროვნებას და გააძლიერებს მის ხმას საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ინოვაციების მიმართულებით. ეს პარტნიორობა აფართოებს ასოციაციის შესაძლებლობებს და ხელს უწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჯანდაცვის სტანდარტების დაახლოებას. შედეგად, თანამშრომლობა აერთიანებს როგორც კომპანიის ბიზნეს ინტერესებს, ისე ასოციაციის სტრატეგიულ მიზნებს.

(R)

თეგები: psp

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე
ახალი ამბები

“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე

13:12 07-30-2026
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს

12:31 07-30-2026
კლდის ჩამოშლა: როგორ შევაფასოთ რისკები
ახალი ამბები

კლდის ჩამოშლა: როგორ შევაფასოთ რისკები

12:20 07-30-2026
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი

15:28 07-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved