• რეკლამა
  • კონტაქტი
07:14, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კომოს ტბაზე კი ნუ დადიან დასასვენებლად და თმის შესაკრეჭად მილანში, ტამბოვში და  ნიჟნი-ნოვგოროდში წავიდნენ და კისლოვოდსკსა და გელენჯიკში დაისვენონ“ – გიორგი გუგავა

ალია ავტორი - ალია
17:53 06-13-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,066

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.

– 24 ივნისს მოგვცემენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს? ხელისუფლებას ეს არ უნდა, მაგრამ ხალხს უნდა.  გაგვწირავს ევროპა უპერსპექტივობისთვის, რასაც რუსეთის პარტნიორობა ჰქვია და ჩაგვირაზავს კარს კარგა ხნით, თუ სამუდამოდ არა?

– ჩვენ ევროპამ ცალსახად განგვიცხადა – ან ირჩევთ ევროპულ, ქრისტიანულ ცივილიზაციას, დემოკრატიას და თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და სოციალური პასუხისმგებლობის ევროპულ სტანდარტებს, ან ირჩევთ ბიძინა ივანიშვილს. დასავლური ქრისტიანული ცივილიზაციის მიმართ არჩევანი ათასწლეულების უკან გააკეთა ჩვენმა ქვეყანამ. თუმცა, არ ველი, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები გავხდებით. მეტიც, პრაქტიკულად ეს გამორიცხულია. ეს პერსპექტივა დაგვაკარგინა ივანიშვილის რეჟიმმა. ამ ეტაპზე ასეა. თუმცა, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ევროპა მოვიყვანოთ აქ.  ქვეყანაში უნდა  დავამკვიდროთ  კანონის უზენაესობა, ევროპული  სამართლებრივი სისტემა და სოციალური დაცულობის ის სისტემა, რომელიც ადამიანის ბედნიერებას განაპირობებს. ერთხელ ვჩნდებით ამ ქვეყანაზე და ადამიანური ცხოვრების სრული უფლება გვაქვს. ევროპული ცივილიზაცია იქამდე დიდი ხანია მივიდა, რომ პოლიტიკური სისტემის მთავარი სამიზნე ადამიანი და მისი ბედნიერებაა.

ჩვენ, შესაძლოა, არა მარტო ევროკავშირის კანდიდატობა ვერ მივიღოთ, უვიზო მიმოსვლაც შეიძლება დავკარგოთ და სხვა სიკეთეებიც, რაც ევროლიბერალიზაციამ მოგვიტანა. აღარაფერს ვამბობ იმ  ფინანსურ დახმარებაზე,  იმ დაბალპროცენტიან კრედიტებზე, რომელსაც ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტები  თუ მისი წევრი ქვეყნები ინდივიდუალურად გვაძლევდნენ. კოვიდ-კრიზისის დროს 10 მილიარდი დოლარი დასავლეთიდან მივიღეთ. კი, ამ ხელისუფლებამ ეს ფული შეჭამა, საკუთარი და ახლობლების ბიზნესებში ჩაყარეს, სასტუმროებში, კლინიკებში, მაგრამ დასავლეთმა ხომ მოგვცა? ჩვენს მეტ-ნაკლებ სტაბილურობას ხომ დასავლეთი  განაპირობებს, ფინანსურს და სხვა სახისას. ცივილურად, ცნობიერად, პრინციპულად უნდა ავირჩიოთ ევროპა. თუ არ გინდა ევროპა, მაშინ უარი თქვი იმ სიკეთეებზე, რასაც ევროპიდან  იღებ. ევროპა არ უნდათ ამათ,  მაგრამ  ბევრმა ხელისუფლებიდან  ევროპის ქვეყნებში ისწავლეს  და შვილებსაც იქ ასწავლიან.  საქართველოში,  ევროპული სკოლები რომ არის გახსნილი, იქ ასწავლიან შვილებს და არა კერძო სკოლებში. ევროპა არ უნდათ, მაგრამ ევროპის ქალაქებში დადიან შოპინგებზე. ევროპაში მკურნალობენ და ტურისტებად ევროპაში დადიან. უარი თქვან ამ ყველაფერზე და გავიგებთ. კომოს ტბაზე კი ნუ დადიან დასასვენებლად და თმის შესაკრეჭად მილანში, ტამბოვში და  ნიჟნი-ნოვგოროდში წავიდნენ და კისლოვოდსკსა და გელენჯიკში დაისვენონ.

თეგები: გიორგი გუგავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved