კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, აუცილებელია კომენდანტის საათი მოიხსნას, რადგან იგი აბრკოლებს ბიზნესს და ბევრ სხვა სფეროს.
“რეგულაციები უნდა არსებობდეს, მაგრამ არ უნდა არსებობდეს ეს გაურკვეველი კომენდანტი, თავისი გაყიდული საშვებით. იმ ადამიანებს გაუშრეს სისხლი, იმ მშრომელებს, რომლებიც გამოდიან სამსახურებიდან, ვერ ასწრებენ სახლებში, ათასი პრობლემა ექმნებათ. პაციენტებს ექმნებათ პრობლემები”, — განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ.
საქართველოს დიდ ქალაქებში ღამის საათებში გადაადგილება 2020 წლის 9 ნოემბრიდან შეიზღუდა.














კომენტარები