გორში კომენდანტის საათის დროს სასულიერო პირს ცხენები მოჰპარეს.
4 მოპარული მსხვილფეხა პირუტყვი თავდაცვის სამინისტროს კაპელას, მღვდელ თადეოზს, ეკუთვნის. შემთხვევა თავდაცვის აკადემიასთან ახლოს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირი ცხენებით შშმ ბავშვების სარეაბილიტაციო ცენტრს ემსახურებოდა.
შემთხვევის ადგილი ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული; საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება, თუმცა დაკავებული ამ დრომდე არავინაა.
კომენტარები