• რეკლამა
  • კონტაქტი
21:03, ოთხშაბათი, 8 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კომენდანტის საათის“ დროს საახალწლო განათებები აღარ გამოირთვება – კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
17:12 12-19-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
65

გუშინ თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეზღუდვის საათებში თბილისის ძირითად ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები გამოირთვებოდა, თუმცა დღეს თბილისის მერმა ეს გადაწყვეტილება გააუქმა და განაცხადა, რომ განათებები დედაქალაქში არც „კომენდანტის საათის“ დროს გაოირთვება.

მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას და ჩვენ, საქართველოში ყველაფერს ვაკეთებთ დარგის სპეციალისტების, ეპიდემიოლოგების მოთხოვნების გათვალისწინებით, რათა დავიცვათ ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლის უსაფრთხოება, დღეს ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რა არის ჩვენი მთავარი იარაღი პანდემიასთან საბრძოლველად, კარგი განწყობა, სულიერი სიმხნევე, ადამიანების სითბო და სიყვარული. როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს შეშინებულები და დათრგუნულები, რა თქმა უნდა არა, ჩვენი მომავლის რწმენა, იმედი, სადღესასწაულოდ მორთული ქუჩები, დაასუსტებს ამ უხილავ მტერს. ნაძვის ხის ანთების დროს ვთქვი და მინდა, გავიმეორე, ხალისი, ბავშვების ჟრიამული, კისკისი, ეს არის ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინია ამ ვირუსს. მას შემდეგ, რაც მე გამოვთქვი სურვილი, რომ შეზღუდვების დროს გამოირთოს საახალწლო ილუმინაციები, ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგვმართა თხოვნით, რომ შეზღუდვის მიუხედავად, მაინც დაგვეტოვებინა ღამის საათებში განათებები. რომ დავფიქრდეთ, ვინ ნახულობს ღამის განათებებს, დღესაც გვქონდა მერიაში ბევრი მსჯელობა, როგორც მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ. გუშინ ბევრმა ადამიანმა მოგვმართა თხოვნით, რომ არ გამოგვერთოთ ღამით საახალწლო ილუმინაციები. განათებებს ნახულობენ ის ადამიანები, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე არიან და ყველაზე სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებიან, ესენი არიან: ექიმები, პოლიციელები, ჟურნალისტები, ეს არის „თბილსერვისის“ თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები. თითქოს თბილი და მყუდრო ქუჩები, ამ ადამიანების დაღლილობას, სტრესსა და მძიმე სამუშაოს მალამოდ დაედება. ჩვენ ვითვალისწინებთ ამ მოთხოვნებს, თითოეული თბილისელის სურვილს, რომ დარჩეს თბილისი განათებული და შესაბამისად, დღეიდან ქალაქში საახალწლო ილუმინაციები არ გამოირთვება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ კოვიდი ახალ წელს ვერ მოკლავს, ვერ ჩააქრობს სინათლეს და სიცოცხლის წყურვილს ჩვენს გულებში, იმედს ჩვენს თვალებში, ვერ ჩაგვაბნელებს. მინდა, ყველას ჯანმრთელობა გისურვოთ, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოება. დავიცვათ ერთმანეთი ამ რთულ ვითარებაში და გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელსაც დარგის სპეციალისტები გვაძლევენ. ყველაზე მაგარი დამცავი შესაძლებლობა არის პირბადის ტარება. დავიცავთ ამით საკუთარ თავს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved