• რეკლამა
  • კონტაქტი
11:09, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გაგზავნის

ალია ავტორი - ალია
10:49 01-06-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციამ (ОДКБ) მიიღო ყაზახეთში ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება. 

ОДКБ-ს წევრი ქვეყნის, სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციის კოლექტიური უსაფრთხოების საბჭომ მიიღო. 

“ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, თოყაევის თხოვნისა და ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტისთვის საფრთხის შექმნასთან, რაც გარე ჩარევითაა გამოწვეული, დაკავშირებით ОДКБ-ს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭომ, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების მე-4 მუხლის შესაბამისად, გადაწყვიტა ყაზახეთის რესპუბლიკაში გაგზავნოს ОДКБ-ს კოლექტიური მშვიდობისმყოფელი ძალები”, – განაცხადა ფაშინიანმა.

ძალები ყაზახეთში განსაზღვრული ვადით, სიტუაციის დასტაბილურების მიზნით გაიგზავნება, როგორც ამას ორგანიზაციის წევრები ამბობენ.

ყაზახეთში დაძაბულობის ზრდის ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სიტუაციასთან გამკლავებისთვის დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა.

ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს თოყაევმა ტერორისტული ქმედებები და გარე აგრესიის აქტი უწოდა და მისი თქმით, საფრთხე ემუქრება სახელმწიფოს მთლიანობას. მისი მტკიცებით, “ტერორისტული ჯგუფები” კარგად არიან მომზადებული და მათ მომზადება საზღვარგარეთ გაიარეს. 

“ტერორისტული ჯგუფები საერთაშორისო სახის არიან. მათ საზღვარგარეთ სერიოზული მომზადება გაიარეს. მათი თავდასხმა ყაზახეთზე შეიძლება განხილული იყოს და განხილული უნდა იყოს, როგორც აგრესიის აქტი”, – თქვა თოყაევმა და დაამატა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დასახმარებლად ОДКБ-ს მიმართა. 

ამჟამად ქალაქ ალმათისთან შეტაკებები მიმდინარეობს.

ОДКБ რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის სამხედრო ალიანსია. მისი ამჟამინდელი წევრები არიან: რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ОДКБ-ს წევრი იყო საქართველოც, 1999 წლამდე. ამ ორგანიზაციის ყოფილი წევრები არიან აზერბაიჯანი და უზბეკეთიც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved