• რეკლამა
  • კონტაქტი
08:53, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, კოლეგებო! ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის“ – ზაზა ხატიაშვილის მიმართვა

ალია ავტორი - ალია
17:38 02-09-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,002

უფლებადამცველი, ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

,,პატივცემულო კოლეგებო! გააზიარეთ!

მე, ზაზა ხატიაშვილმა ჩემს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე შევქმენი რეესტრი — „ადვოკატი ადვოკატის უფლებებისთვის“, რადგან დღეს ადვოკატი საქართველოში დაუცველია. ჩვენ გადავწყვიტეთ, რამდენიმე ადვოკატი გავერთიანდეთ და ერთმანეთის უფლებები თავად დავიცვათ.

რეესტრში დარეგისტრირებული თითოეული ადვოკატის მიმართ საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში, ჩვენ, კოლეგები, ვალდებულნი ვიქნებით დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ეს არის ღირსების, პროფესიის და ერთმანეთის დაცვის საკითხი.

კოლეგებო, მარტოდმარტო ვეღარ ვწვდები ამ ბრძოლას. წლებია, ყველა ადვოკატს ჩემი პირადი ხარჯებით ვიცავ, მაგრამ დღეს მდგომარეობა კატასტროფულია. ხშირად მომმართავენ კოლეგები, რომლებიც დაშინებულები, დამცირებულები და დაუცველები არიან.

გიზიარებთ რეალურ და უმძიმეს ფაქტს, რომლის გახმაურებაზეც თავად ადვოკატმა მომცა თანხმობა. ნათია ხუტიძე — კახეთის რეგიონში მოღვაწე ადვოკატი — კანონიერად შეძენილი საცხოვრებელი სახლისთვის გახდა დევნის ობიექტი. მოწინააღმდეგე მხარე მას არა მხოლოდ სასამართლოში ედავებოდა, არამედ ღიად ემუქრებოდა: „სახლს დაგიწვავ“.

პირველი ინსტანციის წაგების შემდეგ ნათია ხუტიძემ დახმარებისთვის მომმართა. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში დავა მოვიგე და სახლი ადვოკატს დავუბრუნე. თუმცა სამართალდამცავებმა ვერ — ან არ — დაიცვეს ადვოკატი. არაერთი მიმართვა, არაერთი სიგნალი, არაერთი გაფრთხილება უგულებელყოფილი დარჩა.

შედეგი?
ადვოკატს სახლი გადაუწვეს.

ნათია ხუტიძეს ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი. თუ ბავშვები სახლში იქნებოდნენ, ისინი ცოცხლად დაიწვებოდნენ. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ უყურადღებობა — ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობა.

და მაინც, ახმეტის რაიონის პოლიციის უფროსი ლევან ოქრუაშვილი, მისი მოადგილე ბექა ახალაური და თელავის პროკურორი შოთა სარია დღემდე დაუსჯელები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატი მათგან ითხოვდა დაცვას კონკრეტული, იდენტიფიცირებული მოძალადისგან.

ვკითხულობ ხმამაღლა და საჯაროდ:
თუ პოლიციელს ან პროკურორს დაემუქრებოდნენ სახლს დაგიწვავო (ღმერთმა ყველა დაიფაროს)— რეაგირება როგორი იქნებოდა?
დაიწყებოდა თუ არა ელვის სისწრაფით გამოძიება?
დაკავდებოდა თუ არა დამნაშავე?
და გაკეთდებოდა თუ არა განცხადება უმაღლეს დონეზე?

პასუხი ყველამ ვიცით.
საქართველოში ადვოკატის ინსტიტუტი ხელისუფლაბას ჩემი აზრით ეზიზღება, რადგან ადვოკატი იცავს ადამიანის უფლებებს — და ეს ბევრს არ აწყობს. მაგრამ როცა ადვოკატის შვილების სიცოცხლე საფრთხეშია და პასუხისმგებელი პირები კვლავ თანამდებობებზე სხედან, ეს უკვე სისტემური დანაშაულია.

კოლეგებო!
დროა გავერთიანდეთ. დროა საკუთარი თავი თავად დავიცვათ. ეს არ იქნება ფორმალური ორგანიზაცია, არ ეყოლება თავმჯდომარე, გამგეობა ან ბიუროკრატია. ეს იქნება სოლიდარობის გაერთიანება, რომლის ერთადერთი მიზანია — ერთმანეთის დაცვა.

ეს მეთოდი აპრობირებულია ევროპაში.
და დღეს ის საჭიროა საქართველოში, როგორც არასდროს.

ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის.“

თეგები: ზაზა ხატიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved