• რეკლამა
  • კონტაქტი
18:39, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კოკა რამიშვილის გამოფენა „პლატფორმა მოვლენისთვის“

ალია ავტორი - ალია
12:55 06-05-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
179

თიბისი კონცეპტი და რია ქებურიას ფონდი წარმოგიდგენთ კოკა რამიშვილის გამოფენას „პლატფორმა მოვლენისთვის”. გამოფენას 7 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე უმასპინძლებს.    

კოკა რამიშვილი უახლესი ქართული მხატვრობის ისტორიის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა. მისი შემოქმედება პოსტ-საბჭოთა პერიოდის ურთულესი ძვრების ფონზე განვითარდა და თავიდანვე გამოირჩეოდა რეფლექსიურობით, რთული კონტექსტის შესატყვისი ფორმებისა და მათიშესაბამისი მედიუმების ზუსტი შერჩევით. ის მკვლევარი მხატვარია და ყოველთვის ორიგინალურ კავშირებს პოულობს კონკრეტულ პრობლემასა და აბსტრაჰირებულ მსჯელობას შორის. ხელოვანი ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ჟენევაში. მისი ნამუშევრები კი ინახება სხვადასხვა ქვეყნების კერძო და სამუზეუმო კოლექციებში, რომელთა შორის არის ვენეციის 53-ე ბიენალეზე ქართულ პავილიონში წარდგენილი პროექტის ერთ-ერთი ვიდეო აუდიო ინსტალაცია შავი ზღვა.

კოკა რამიშვილს მრავალ პროექტში უთანამშრომლია კომპოზიტორ ნიკა მაჩაიძესთან, რომელმაც ასევე შექმნა ხმოვანი ნაწილი კოკა რამიშვილის ახალი ნამუშევრისთვის – პლატფორმა მოვლენისთვის. მულტიმედიური ინსტალაცია, სადაც უხილავი ბმები აერთიანებს ინტერიერსა და ექსტერიერს, გეომეტრიულ ფორმებს (წრიულსა და კვადრატულ დარბაზებს) და პეიზაჟის უსასრულობას, ზაფხულის კლიმატურ მოტივსა და ყოველდღიურობის ხმებს. ცარიელი ზედაპირის მიღმა ნელ-ნელა იბადება გამოსახულება განსხვავებულ განზომილებებსა და შეგრძნებებში, ნოსტალგიებსა და ალუზიებში. მისი სტრუქტურა სივრცის, სინათლის, ფერის, ხმისა და დროის კავშირებით იგება. ნამუშევარი თვითონ ატარებს მისი შექმნის ისტორიას, ჰყვება საკუთარი თავის შესახებ, გადმოსცემს მსუბუქი მელანქოლიის დრამატურგიას. რაც გამოუთქმელია და ვერასდროს გადაიქცევა მყარ ფორმად, – იბადება მხოლოდ წამიერ შეგრძნებებში, ახალგაზრდის ურთიერთობაში სამყაროსთან, მასთან ერთიანობის თავისთავად განცდაში;

კოკა რამიშვილის შემოქმედება მრავალ თემას ეხება, თუმცა, მთლიანობაში შინაგანი ლანდშაფტის იდეის გააზრებას წარმოადგენს, რომელიც მოიცავს როგორც მედიტაციურ, განყენებულ ვიზუალიზაციას, ისე კონკრეტულსა და დოკუმენტურ მასალას.

გამოფენის გახსნა: 7 ივნისი, 18:00- 20:00 საათი.

მისამართი: თიბისი კონცეპტი, მარჯანიშვილის 7.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა

10:44 11-06-2025
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved