ფოტო – ონ.ჯი
დიდი ხანია, ქართულ მობილურებში, „ვაიბერში“, „ვოთსაფში“ უცხოეთიდან შემოსული ნომრებით ირეკება, თუმცა, მოსახლეობის ნაწილმა დაზუსტებით არ იცის, რომ საქმე თაღლითურ სქემასთან გვაქვს. ასეთ დროს, ზარს არ უნდა ვუპასუხოთ და არც გადავურეკოთ.


კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ლაშა პატარაია „პრაიმტაიმთან“ საუბრობს მათ გათვლებზე, ვინც ამ თაღლითობის უკან დგას:
„აქ ორი ტიპის საფრთხესთან გვაქვს საქმე. ერთი, შესაძლოა, თანხა ჩამოგეჭრათ, ხდება დიდი რაოდენობის მომხმარებელთან გადამისამართებით დარეკვა და თანხის ჩამოჭრა.
მეორე, თუ გაგესაუბრათ – თაღლითური სოციალური ინჟინერიის ტიპის შეტევა განახორციელა, ანუ ერთგვარი მანიპულაციით რაღაც სცენარი შემოგთავაზათ, მომხამარებელი შეცდომაში შეიყვანა და ნდობის ბოროტად გამოყენებით ან მონაცემები მოიპოვა, ან დაშვება ანგარიშებზე.
მსგავსი შემთხვევა ბევრია. თაღლითი ადგილობრივ პროვაიდერს იყენებს, შემდეგ ამ მისამართებს სხვა პროვაიდერთან გადაამისამართებს, ამაში საკომისიოს იღებს და როგორც საერთაშორისო ზარი, იქიდან იღებს გარკვეულ დივიდენდს. აქედან გამომდინარე, ეს ფინანსური ინტერესია.
„ვოთსაფს“ თაღლითური სქემისთვის სავარაუდოდ, ის ჯგუფი იყენებდა, რომელმაც ახლა „კოკა-კოლას“ სახელით გაავრცელა ვირუსი. მსგავსი ნიშნები იკვეთება“
კომენტარები