კობი-გუდაურის დამაკავშირებელ გზაზე ტრანსპორტით გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია. გაწმენდითი სამუშაოები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ჯერ არ დაწყებულა.
საბაგიროების დახმარებით, ყაზბეგში ჩარჩენილი მგზავრების ნაწილი უკვე გადაიყვანეს გუდაურის მხარეს, ხოლო გუდაურში მყოფები – ყაზბეგში. ამასთან, 100- მდე ადამიანს სხვადასხვა სახის დახმარება გაეწია.
11 იანვრიდან, უხვი ნალექისა და ზვავსაშისშროების გამო, გუდაური-კობის გზის მონაკვეთი ყველა სახის ტრანსპორტისთვის ჩაიკეტა, რის გამოც სატვირთო ავტომობილების რამდენიმე კილომეტრიანი რიგი დგას.
კომენტარები