პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, ტვ პირველთან, სადაც ქართულ ოცნებაზე და მის პოლიტიკურ პარტნიორებზე საუბრისას, უნგრეთის არჩევნებზე ისაუბრა, ამბობს:
ორბანის მარცხი ამ ხელისუფლებისთვის უკვე ფაქტობრივად ნებისმიერი მანევრის მოსპობის ტოლფასი იქნება. უბრალოდ აღარ დარჩებათ არანაირი არგუმენტი, რომ კიდევ ვიღაცას ილუზია შეუქმნან, რომ ისინი სწორი მიმართულებით მიდიანდ ა ამ შემოვლითი გზებით კიდევ სადღაც მოხვდებიან. ასე რომ ეს მთლიანად “ქართული ოცნებისთვის” სასიცოცხლო პრობლემაა. რაც შეეხება კობახიძეს, მისთვის საერთოდ პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია – გეტყვით რატომ? იმ საჯარო დამცირების შემდეგ, რაც მას ქვეყნის ქვეყნის რეალურმა მმართველმა ალიევის ვიზიტის დროს მოუწყო, მისი ბედი ბეწვზე კიდია. ერთადერთი რის გამოც ის შეიძლება დროებით მაინც გამყარდეს, არის ის, რომ რაღაც ტიპის ურთიერთობა ააწყო ორბანთან”
უნგრეთი ისტორიული არჩევნებისთვის ემზადება – ხვალ ადგილობრივი მოსახლეობა არჩევანს ძირითადად ორ ლიდერს შორის აკეთებს – ესენი არიან პუტინის მოკავშირეობაში მხილებულ ორბანი და ოპოზიციის ლიდერი, პიტერ მაგიარი.
















კომენტარები