• რეკლამა
  • კონტაქტი
21:00, ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კობახიძის ფრთა, “ნაცები”, “ევრონაცები” ერთად შეუტევენ კალაძეს -“ოცნების“ საბოლოო განაციონალების გეგმა

ალია ავტორი - ალია
21:35 01-25-2021
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

დღეს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე ლადო გოქსაძე, მას უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. აცხადებენ, რომ ტენდერის გამოცხადების შემდეგ, მან დაიბარა ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი კაბინეტში და მას უთხრა, არ მიეღო მონაწილეობა ტენდერში და სამაგიეროდ, სხვა ტენდერს მის კომპანიას მოარგებდა. კომპანიამ მაინც მიიღო ტენდერში მონაწილეობა და მოიგო კიდეც ტენდერი, თუმცა, ხელშეკრულება შეწყდა და ახლა ის ადანაშაულებს ჩუღურეთის გამგებლის მოადგილეს, რომ ეს მან “იძია შური”. სიმართლე რომ გითხრათ, ამ ტენდერის და ამ კომპანიის ისტორია საკმაოდ უცნაურია და მის შესახებ ინფორმაციის ნახვა შეგიძლით აქ.

“ალიას” ორშაბათის ნომერში დაიბეჭდა მასალა, რომელშიც სწორედ იმაზეა საუბარი, რომ მალე დაიწყება ბიზნესგადანაწილებისთვის ბრძოლა და ამ ბრძოლაში პირველ დარტყმას კახა კალაძის ერთგული ადამიანები მიიღებენ, ვინ არის და ვინ იქნება დაინტერესებული კახა კალაძის გუნდით, მასალიდან შეიტყობთ:

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ხელმეორედ წასვლამ, ათასი მითქმა–მოთქმა გამოიწვია. მედიით მრავალი ვერსია გავრცელდა იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი ირაკლი კობახიძეს გადაულოცა. ცხადია, ბევრს არ სჯერა, რომ ივანიშვილი მართლა წავიდა პოლიტიკიდან. ფიქრობენ, რომ ის, პარტიული თანამდებობის გარეშე, კვლავ დარჩება ქვეყნის არაფორმალურ მმართველად, როგორც აქამდე იყო. ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან დაახლოებული წყარო, მნიშვნელოვან ინფორმაციებზე დაყრდნობით, „ალიას“ სთავაზობს საკმაოდ საინტერესო მოსაზრებებს, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა–არ წასვლის თაობაზე და გვიმხელს მოვლენების განვითარების მისეულ ვარიანტებს.

„ირაკლი კობახიძე და მისი ულტრალიბერალური გუნდი, დღეს ივანიშვილის მორჩილები არიან. თუმცა, ყველამ ვიცით, რომ „ქართულ ოცნებაში“ მიდის შიდა ბრძოლა კახი კალაძისა და ირაკლი კობახიძის გუნდებს შორის. ამერიკასა და ევროპაში,  ე.წ. კონსერვატორების გუნდი, კალაძის მეთაურობით, პრორუს პოლიტიკოსებად მიიჩნევიან. დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ირაკლი კობახიძის ულტრალიბერალური გუნდი დააწინაუროს და დროთა განმავლობაში,  მათ ჩაუგდოს ხელში ქვეყნის მართვის უმნიშვნელოვანესი ბერკეტები, უპირველესად, პრემიერის პოსტი და ძალოვანი უწყებები.

წინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და ამერიკა და ევროპა ყველაფერს გააკეთებენ, რომ  საკრებულოებში, „ქართული ოცნების“ კვოტით, კობახიძის თანაგუნდელები უფრო მეტნი მოხვდნენ, ვიდრე კახი კალაძისა. ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდება, გაწიროს ძველი თანაგუნდელები, რადგან მისთვის სრული უსაფრთხოების გარანტიის მიცემა ამერიკას და ევროპას შეუძლიათ. რუსეთი ამგვარ გარანტიებს ვერ მისცემს. შესაძლოა, კახი კალაძე ხელმეორედ გახდეს თბილისის მერი, მაგრამ ეს ბევრს არაფერს შეცვლის. რეგიონების საკანონმდებლო ხელისუფლების კონტროლი, სრულად კობახიძის გუნდის ხელში იქნება და „კონსერვატორები“ თუ ძველი მეოცნებენი, მისკენ გადაიხრებიან – საითაც ძალას და სათავისო პერპექტივას დაინახავენ, იქით  წავლენ. კობახიძესთან საქმის დალაგებას უკვე ცდილობენ „ქართული ოცნების“ ის პოლიტიკოსები, რომლების მისი ლანძღვა–გინების მეტს არაფერს აკეთებდნენ ბოლო ხანებში და ივანიშვილის მტრად მიაჩნდათ.  ამის შემდეგ, სავარაუდოდ, შემოდგომით, შეიცვლება მთავრობა და პრემიერისა და ძალოვანი მინისტრების პოსტებს კობახიძის გუნდი ჩაიგდებს ხელში. პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე გახდება. ამას დაამატეთ ის ფაქტი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე უკვე არის მისი თანაგუნდელი არჩილ თალაკვაძე. ფაქტობრივად, სრულად გააკონტროლებენ ხელისუფლებას და ამ პროცესს ივანიშვილი ხელს არ შეუშლის.

12 შეწყვეტილი ტენდერი, 2 დისკვალიფიკაცია, შავ სიაში ჩასმის მოთხოვნები – ვინ არის კომპანია, რომლის საჩივრის საფუძველზე მაღალჩინოსანი დააკავეს?

ყველას შეუქმნიან პრობლემებს, ვინც მსხვილ ბიზნესებს აკონტროლებს საქართველოში. აქ მოიაზრება კალაძის გარამოცვაც, რომელიც აკონტროლებს სამშენებლო, ენერგორესურსების, საბანკო სექტორს… ივანიშვილის გარემოცვიდან ბევრს მოუწევს დათმოს მსხვილი ბიზნესები. ირაკლი კობახიძე არ არის იმის ჩიტი, ბიზნესები ფარცხალაძეებსა და კალაძეებს დაუტოვოს. ბიზნესის გადანაწილების მომსწრენი აუცილებლად გავხდებით და არ გამოვრიცხავ, ეს იყოს სისხლიანი პროცესი, კრიმინალური გარჩევებით, მკვლელობებით, თავისი დაჭერებითა და პატიმრობებით. ასეა, ვინც ძალაუფლებას ფლობს, მსხვილ ბიზნესსაც ის აკონტროლებს. დაბოლოს, იმას ვიტყვი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ისევ ეპოტინება საქართველოში ძალაუფლების დაბრუნებას, ეს გამორიცხულია. სააკაშვილი ამერიკაშიც და ევროპაშიც ჩამოწერილია, მას სერიოზულად აღარ განიხილავენ და არ ჯდება მათ სამომავლო გეგმებში“– აცხადებს „ალიას“ წყარო.

ლევან ჯავახიშვილი, ალია

თეგები: ირაკლი კობახიძეკახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

14:06 08-17-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved