ირაკლი კობახიძე თურქმენეთში გაემგზავრა. ოფიციალური ინფორმაციით, “ქართული ოცნების” პრემიერი მონაწილეობას მიიღებს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში, რომელიც თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება.
ირაკლი კობახიძე თურქმენეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ჟორჟოლიანი არიან.
ცნობისთვის, კობახიძე წელს ორჯერ უკვე იმყოფებოდა თურქმენეთში.














კომენტარები