• რეკლამა
  • კონტაქტი
17:46, ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,კობახიძეს რომ ვუსმენდი, ერთი აზრი მიტრიალებდა – არ უნდოდა, რომ გადავრჩენილიყავით” – ლანა ჯელაძე

ალია ავტორი - ალია
21:31 08-14-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,829

შოვის სტიქიას გადარჩენილი ლანა ჯელაძე:

,,მთელი ამ დღეების განმავლობაში ვიყავით ჩუმად, მთელი ყურადღება იყო შოვის ტრაგედიაზე და ვფიქრობდით, რომ ხელისუფლება ახლა დაკავებულია იმ ადამიანებით, ვინც მოყოლილები არიან მეწყერში და ჩვენც მთელი ყურადღება იქით გვქონდა გადატანილი, რომ როგორმე ვინმე ცოცხალი ენახათ, ვინმე გადაერჩინათ, ვფიქრობდით, რომ ჩვენ თავს ჩვენ მივხედავდით და ეს ყველაფერი რომ გაივლიდა, მაშინ მოგვხედავდნენ და მოგვიკითხავდნენ მაინც. იმხელა ჯოჯოხეთი გამოვიარეთ, ჩვეულებრივად შეიძლებოდა, რომ ადამიანი ჭკუიდან გადასულიყო. მოკითხვას ველოდით მათგან და საპასუხოდ რა მივიღეთ? ამაზრზენი განცხადება ირაკლი კობახიძის, რომელიც მატყუარებს გვიწოდებს, თავს გვესხმის და თავის მართლება გვიწევს. ამორალურად მიმაჩნია, ვამტკიცოთ ის, თუ როგორ დავაღწიეთ თავი იმ საშინელ ჯოჯოხეთს. კობახიძის განცხადებამ გაგვანადგურა მთელი ოჯახის და ის ადამიანები, ვინც გადავურჩით ამ სტიქიას…

ერთი ზარიც კი არ შემოსულა ხელისუფლებიდან, არ უკითხავთ როგორ ვართ, რა გვჭირდება – მედიკამენტები თუ ფსიქოლოგი. ელემენტარული ყურადღებაც კი არ ყოფილა მათგან, ჩვენც ხმას არ ვიღებდით, ოღონდ იმ ხალხისთვის ეშველათ, ვინც შოვში იყო. სამაგიეროდ, დღეს მივიღეთ თავდასხმა და ვართ თავდაცვის პოზიციაში.

მე რომ ირაკლი კობახიძის ნათქვამს ვეცნობოდი, თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა – ამ ადამიანს უბრალოდ არ უნდოდა, რომ გადავრჩენილიყავით, სხვა ახსნას მე მის ნათქვამს ვერ ვუკეთებდი. ალბათ, უნდოდა, რომ მოვმკვდარიყავით. წარმოუდგენლად მიმაჩნია, როგორ შეიძლება, ხელისუფლების წარმომადგენლებს ასე არ უყვარდეს ადამიანები და ასე გულგრილად ექცეოდნენ მათ.”

თეგები: შოვი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved