• რეკლამა
  • კონტაქტი
21:55, ორშაბათი, 19 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კობახიძემ ისე წარმოაჩინა, თითქოს 2 ადგილი და 3 კანდიდატი იყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე, რაც ტყუილია…“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
22:23 06-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,024

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

– ბატონო სოსო, როგორ შესაფასებთ  ევროკომისიის  გადაწყვეტილებას?

– ძალიან ცუდი რამ მოხდა, ამას ბევრი ლაპარაკი არ უნდა. საქართველოს ცივილიზებული განვითარება ბუნდოვანი გახდა. ახლა როდის რა იქნება, კაცმა არ იცის. ირაკლი კობახიძემ ისე წარმოაჩინა, თითქოს 2 ადგილი და 3 კანდიდატი იყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე, რაც ტყუილია… თითქოს, უკრაინას იმიტომ მისცეს, რომ ომშია, მოლდოვას იმიტომ, რომ ნახევარი მილიონი უკრაინელი ლტოლვილი ჰყავს. საქართველოს კი  ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა მისცეს. საქართველო მარტო არ არის, ვისაც ეს სტატუსი აქვს. კოსოვოს და ბოსნიას და ჰერცოგოვინასაც ეს სტატუსი აქვთ. საქართველო ამათ მიემატა. დღემდე საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის ერთ პაკეტში იყვნენ, რომელსაც „აღმოსავლური  თანამშრომლობა“ ჰქვია და რომელიც, უხეშად რომ ვთქვათ, გაიგივებული იყო ევროკავშირის პოტენციურ  კანდიდატობასთან. რა გამოდის აქედან? ჩვენ პოტენციური კანდიდატები უკვე ვიყავით, მაგრამ იმავე მდგომარეობაში დაგვტოვეს, მხოლოდ ტერმინი შეგვიცვალეს, „პოტენციური კანდიდატი“ დაგვარქვეს. ეს არის ევროპული დიპლომატიის სტილი. ტყუილად არ არის ევროპული დიპლომატია ტალეირანის,  რიშელიეს და ბისმარკის ნამოღვაწარის შედეგი. ამათ, ევროპელ დიპლომატებს, ასეთი მანიპულაციები არ დაელევათ. ფაქტია, გაჭიანურდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ქართული ანდაზაა, თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევაო. თუ ჩვენს საზოგადოებას მთლიანობაში, დაწყებული პრემიერითა და პრეზიდენტით და დამთავრებული ქსენია დიასახლისით, ყველას მართლა უნდა ევროკავშირი, მაშინ მომავალში შესაძლებელია,  გავხდეთ წევრები. ჩემი თაობისთვის ეს პერსპექტივა გამოირიცხა, შენი თაობისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და შემდეგი თაობისთვის აღარ ვიცი, როგორ იქნება. თანაც რა არის, იცი? ევროკომისიამ  დღეს არ დააზუსტა ყველაფერი, რაც ჩვენ გვაქვს გამოსასწორებელი. მთავარი პრობლემა გაქვს პოლარიზაცია და ერთი  ქვეყნის ერთ პოლიტიკურ გუნდად შეკვრა, პოლიტიკური კონსოლიდაცია  გაკლიათო. ეს ხელის გულზე დევს. არ აწყობთ ასეთი პოლარიზებული და რამდენიმე ნაწილად გახლეჩილი ქვეყანა. საქართველო უნდა შეიკრას პოლიტიკურად, სხვა გზა არ არის. თუმცა, კიდევ გვითხრეს სათქმელი. სასამართლო, პროკურატურა არ გვაქვს იმ დონეზე, რომელსაც ევროპა ითხოვს. კიდევ ჩვენი მედიის თავისუფლების ხარისხი არ მოსწონთ, მასზე ხელისუფლების ზეწოლა,  გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთაში გვაქვს პრობლემები. ბოლო წლებში უკვე აღარ მახვილდება ყურადღება ერთსქესიანთა ქორწინებასა და ლგბტ თემის  უფლებების განსაკუთრებულ  დაცვაზე… ეს თემა უკვე ევროპაშიც მიჩუმათებულია. თვითონ ევროპის საზოგადოებამ არ მიიღო ეს გეი-პროპაგანდა და  მასთან მიბმული ათასი რაღაცა. ამერიკიდან დაიწყო ეს ამბები, მერე ევვროპას გადმოსწვდა და რამდენიმე ტალღა იყო თავიდან. მერე გაჩუმდნენ. ევროპის საზოგადოებამ არ მიიღო ეს ლიბერალური ძალადობა. საფრანგეთში მილიონი კაცი გამოვიდა ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ, იტალიაში ბევრი არ აკლდა მილიონს  და ქვეყანა არ დარჩა ევროპაში, სადაც დიდი აქციები არ ჩატარდა. განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები არიან წინააღმდეგნი და ანგარიში თუ არ გაუწიეს მათ მოთხოვნებს დასავლეთ ევროპის ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნებმა, მაშინ დაიშლება ევროკავშირი. მარტო იმას „აწვებიან“, რომ უნდა ჩაატარონ გეი-აღლუმები და მათ წინააღმდეგ ძალა არ უნდა გამოიყენო. 6-7 წლის  კატეგორიული მოთხოვნები რომ იყო ამ  ლგბტ-ს უფლებების მართლა გადამეტებულ დაცვაზე, მართლა იმას რომ ატენიდნენ ხალხს, რაც არ უნდოდა, ახლა ასე არ არის და არც ამ დასკვნაშია ასახული  ამ საკითხთან  ეს ძველი მიდგომა და ეს ძალიან კარგია.

თეგები: ევროკავშირისოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved