• რეკლამა
  • კონტაქტი
05:56, ორშაბათი, 18 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,კობახიძე რუსეთს საფუძველს უმზადებს, რომ სამხედრო ძალით შემოიჭრას და მთელი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინოს” – გიორგი გუგავა

ალია ავტორი - ალია
11:12 08-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
783

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.

 

– ადამიანების დიდი ნაწილი რუსეთთან ორმხრივი სავიზო რეჟიმის დაწესებას მოითხოვს, რადგან გაივსო ქვეყანა რუსეთის მოქალქეებით, რასაც ხელისუფლება ეწინააღმდეგება. დავუშვათ და გაუქმდა უვიზო მიმოსვლა რუსეთთან, ეს რას შესცვლის?

–მე ვფიქრობ, პრობლემის გადაწყვეტის საკითხი არ არის რუსეთან უვიზო მიმოსვლის არსებობა. ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთიდან შემოსული ტურისტი კი არ წარმოადგენს, არამედ ის ხელისუფალი, რომელიც მტრის ინტერესებს ემსახურება. რუსეთს არ სჭირდება ტურისტებად შენიღბული დესანტის გადმოსხმა. ეს დესანტი უკვე გადმოსხმული ჰყავს, საოკუპაციო რეჟიმი, ჯერჯერობით, მყარად უზის ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სახით, რომელიც რუსეთის ყველა დავალებას უსიტყვოდ ასრულებს. უკრაინის ომმა ყველა გააშიშვლა, ყველას ჩამოხადა ნიღაბი და  მათი ნამდვილი სახეები დაგვანახა. დღეს საქართველო რუსეთთან და ბელარუსთან ერთად იმყოფება ერთ ბლოკში. სახმელეთო საზღვარი რომ გვქონდეს უკრაინასთან, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს ნებას მისცემდა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან დაებომბა უკრაინა. ამ დონის რუსული ადმინისტრაცია მართავს დღეს საქართველოს. ეს არის საფრთხე და არა რუსი ტურისტები. თუმცა, იმ ტურისტებსაც გამოიყენებენ თავიანთი მიზნებისთვის, თუ დასჭირდათ. დიდი აჟიოტაჟია ამტყდარი საზოგადოებაში ამდენი რუსეთის მოქალაქის შემოსვლის გამო, ოპოზიციაც ერთგვარ ცეცხლს ანთებს ამ მხრივ. ვითარება დაძაბულია. მოახდენენ ერთ პატარა პროვოკაციას ტურისტის მიმართ, სცემენ, ან უარესს დამართებენ, და ასწევენ ერთ ამბავს. ამის გაკეთება საქართველოში რუსეთის სპეცსამსხურებს არ გაუჭირდებათ. უფრო დიდი საფრთხეა, რუსეთის მოქალქეების მიერ ქონების შეძენა და ბიზნესების რეგისტრაცია. ეს ბიზნესები იმისთვის სჭირებათ, რომ ფული „გარეცხონ“. „შავ ხვრელებს“ რომ ახსენებენ სანქციებისგან გვერდის ასავლელად, ეს მოხდება. იურიდიული პირი იქნება ქართული შპს, დამფუძნებელი რუსი იქნება თუ ქართველი, მნიშვნელობა აღარ აქვს. რუსეთიდან ფულის გადმორიცხვა და რუსეთში გადარიცხვა, არ იქნება სანქცირებული. აი, ეს არის დიდი საფრთხე. რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ჰაბად გადაიქცევა ჩვენი ქვეყანა. ეს კი სერიოზულად გაგვირთულებს ურთიერთობას დასავლეთთან და ამათაც ეს უნდათ. რაც მეტად გააფუჭებენ ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობას, მით უკეთესი მათთვის. ეს დავალება აქვთ რუსეთისგან და ზედმიწევნით ზუსტად ასრულებენ.

–უკვე რუსული ტელევიზიების ჟურნალისტებიც გამოჩნდნენ, რომელთაცდავალებული აქვთ, გააკეთონ სიუჟეტები, როგორ სჩაგრავენ რუსებს საქართველოში. თუ ამგვარი ფაქტები არ იქნება, რა პრობლემაა, გამოიგონებენ. ცხინვალის რეგიონში ასე არ მუშაობდნენ 2006 წლიდან, რის საფუძველზეც მერე ომი დაიწყო? ამ ფონზე, ირაკლი კობახიძე გამოდის და ოპოზიციას, ქართველ ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ქსენოფობიაში სდებს ბრალს, რითაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ამათ იმდენი არ ქნან, რუსები ტანკებით შემოიყვანონ თბილისში.

–ეს ხელისუფლება სხვას აბრალებს, რუსეთთან ომი გინდათო და თავად აკეთებენ ყველაფერს, რომ რუსეთს შეუმზადონ იდეოლოგიური ფონი, საქართველოში სამხედრო შემოჭრისთვის. რუსეთის უსაფრთხოების კონცეფციაში სწერია, სადაც არ უნდა იყოს რუსეთის მოქალაქე, რომელი ქვეყნის ტერიტორიაზეც არ უნდა იყოს, თუ მის სოცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრა, ვალდებულია დაიცვას საკუთარი მოქალაქეების ინტერესები, საამისოდ გამოიყენოს ყველა, მათ შორის სამხედრო საშუალებები. კი, ბატონო, ასე მოიქცა „სამხრეთ ოსეთში“, სადაც ოსებს დაურიგა რუსული პასპორტები და მერე, 2008 წლის აგვისტოში, მათი დაცვის საბაბით შეიჭრა ამ რეგიონში. ეს ყველას კარგას გვახსოვს. უკრაინაში ომის დაწყების იდეოლოგიური მოტივიც ეს იყო – დენაციფიკაცია. უკრაინაში სქენოფობიური, ანტირუსული განწყობებია ადგილობრივი რუსების მიმართ და ამიტომ შევიჭერით უკრაინაშიო, დღემდე ამას აცხადებენ. უფრო ადრე, იმავე უკრაინაში, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებშიც, ადგილობრივი რუსების დაცვის საბაბით შეიყვანეს ჯარი. აქ, რომ რუს ტურისტს რაიმე დაუშავდეს, იდეოლოგიური საფუძველი კობახიძემ და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებმა შეუმზადეს რუსებს, ქართველებს ქსენოფობიაში, რუსების სიძულვილში სდებენ ბრალს და შემოგრიხინდება რუსული ტანკები თბილისში. მერე რუსები იტყვიან, საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატები აცხადებდნენ, რომ საქართველოში რუსების მიმართ ქსენოფობიური განწყობა იყოო. მეტი კოზირი რაღა უნდა მისცენ რუსეთს, საფუძველს უმზადებენ, რომ სამხედრო ძალით შემოიჭრას და მთელი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინოს. კობახიძის განცხადება იყო პროვოკაცია, ომის გამომწვევი პროვოკაცია და ამას ბიძინა ივანიშვილთან შეუთანხმებლად ვერ იტყოდა. ქართველი ხალხი თავისი ბუნებით არის ტოლერანტი. რუსებმა ტერიტორიების 20% წაგვართვეს, ხალხი დაგვიხოცეს, ეთნოწმენდა მოგვიწყეს, სოფლები გადაგვიწვეს და ახლა, ბუნებრივი რეაქციაა თავმოყვარე ერისა, რომ მზე და მთვარე არ ამგვდიოდეს რუსეთზე, რუს ტურისტებზე, სხვა მიზნით აქ ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებზე და გარკვეულ საფრთხეებს ველოდოთ მათგან. ყველაზე დიდ საფრთხეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, უსაფრთხოების თვალსაზრისით დღევანდელი ხელისუფლება წარმოადგენს. პირდაპირ მტრის ინტერესებს ემსახურება, ღია ტექსტებით და არაფერია დაფარული და არც ცდილობენ, დაფარონ და შეფუთონ.

– მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, სასწრაფოდ ლუსტრაციის კანონი  უნდა მივიღოთო და დარჩა ვინმე, ვინც არ არის ლუსტრირებული?

-რა ვიცი, ამაზე მეტი ლუსტრირება რაღა უნდა მოხდეს, ხომ გითხარით, უკრაინის ომმა გააშიშვლა ყველა. მაინც და მაინც, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი მომხრეების ნაწილის „ეფესბესთან“ გაფორმებული ხელშკრეულებები უნდა ვნახოთ? ცხადად აკეთებენ მტრის საქმეს და ვხედავთ ყველა. მერე, ნუ შევქმნით ყალბ ილუზიებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პარლამენტი, რომელიც შინაარსით და ფორმით არალეგიტიმურიადა ჯიბის კანტორაა ივანიშვილისა, რაიმე ისეთ კანონს მიიღებს, რომელიც ქვეყნის ინტერესების სასარგებლო იქნება. ნახეთ რა ვითარებაა. რუსეთის აგენტურით სავსეა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, რუსეთის დასმული ივანიშვილი მართავს ქვეყანას და მის ყველა სახელმწიფო სტრუქტურას და ამ დროს ითხოვ ისეთი კანონის მიღებას, რომელიც გამოავლენს უცხოეთის აგენტურას ქვეყანაში და მათ ხელისუფლებასა და პოლიტიკაში ყოფნას აუკრძალავს, ეს არის არარეალური. ეს პარლამენტი, ეს ხელისუფლება ცხადია, ამ კანონს არ მიიღებს, რაც მომავალში მათი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ფაქტებს გამოააშკარავებს. ეს მოხოვნა იგივეა, მგელს სამწემსად ცხვარი ჩააბარო.

თეგები: გიორგი გუგავაირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია

12:41 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved