• რეკლამა
  • კონტაქტი
01:45, შაბათი, 10 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კოალიციურმა მთავრობამ ახალი საპარლამენტო არჩევნები 2026 წელს უნდა დანიშნოს – ნინო ლომჯარია

ალია ავტორი - ალია
15:00 02-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
189

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია:

ჩემ მიმართ ლეგიტიმურად დაგროვდა შეკითხვები:
– ვქმნი თუ არა პარტიას ან ვაპირებ თუ არა რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას?
ამ კითხვებს ცოტა ვრცლად ვუპასუხებ:
პირველ რიგში, ჩემი, როგორც მოქალაქის მკაფიო სურვილია, რომ 2024 წლის არჩევნებით დასრულდეს ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობა საქართველოში. ამისათვის მიმაჩნია, რომ საჭიროა მმართველი პარტიის ინსტიტუციური და ფინანსური ძალაუფლების საპირწონედ სოლიდური ოპოზიციური ცენტრების შექმნა.
თუ 5%-იან ბარიერთან შორიახლოს  მყოფი ოპოზიციური პარტიები გადაწყვეტენ, რომ არჩევნებში ცალ-ცალკე იყარონ კენჭი, მაღალია რისკი იმისა, რომ ისინი პარლამენტს გარეთ დარჩნენ, ხოლო მათი ოპოზიციურად განწყობილი ხმებს ჯამი, რომელმაც 20%-მდეც შეიძლება მიაღწიოს, ბარიერ გადალახულ პარტიებზე გადანაწილდება. ამ სცენარში „ქართული ოცნებას“ მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა ოპოზიციურად განწყობილი ხმების ხარჯზე მიეცემა.
რა უნდა გაკეთდეს ჩემი აზრით:
1. პირველ რიგში, უნდა მოხდეს საარჩევნო სუბიექტების გამსხვილება…  უნდა გაერთიანდეს ყველა ის პარტია, რომელთა გაერთიანებაც ლოგიკურად დასაშვებია. ამომრჩეველი არ უნდა გადატვირთო ერთგვაროვანი პარტიების სიმრავლით.
2. პოლიტიკური ცენტრების გაერთიანების და გამსხვილების  პროცესი  რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს. ჩემი აზრით, ქართველ ამომრჩეველს ბიულეტენში არჩევანის გაკეთება სამ, მაქსიმუმ 4 დიდ პოლიტიკურ ცენტრს შორის უნდა მოუწიოს.
3. რაც შეეხება ოპოზიციის საპარლამენტო უმრავლესობაში მოსვლის დაპირებებს, ვფიქრობ, რომ ოპოზიციური პარტიები უნდა შეთანხმდნენ, რომ პრემიერ მინისტრობის კანდიდატად არ იქნება მხარდაჭერილი არც „ნაციონალური მოძრაობის“, არც „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატები, ვინაიდან ორივე პარტიას უკონტროლო ძალაუფლებით მართვის გამოცდილება აქვს.
4. ახალმა კოალიციურმა მთავრობამ უნდა გამოაცხადოს გარდამავალი პერიოდი და 2 წლის ვადაში ინსტიტუციური რეფორმების გზით სახელისუფლებო კონტროლისგან გაათავისუფლოს დამოუკიდებელი ორგანოები: ცესკო, ეროვნული ბანკი, მარეგულირებელი ორგანოები, სასამართლო, პროკურატურა.  გარდამავალი პერიოდის შემდეგ, უკვე გაცილებით თავისუფალ, თანასწორ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს ახალი საპარლამეტო არჩევნები.
5.  ცხადია, გარდამავალ პერიოდში მთავრობის უპირობო და უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს ევროკავშირის 9-ვე პუნქტის დაკმაყოფილება და ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების დაწყება.
და ბოლოს,  რომ დავუბრუნდე ჩემ მიმართ დასმულ შეკითხვებს… ახალი პარტიის შექმნას არ ვაპირებ, არც მარტო და არც სხვასთან ერთად, რადგან არ ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი ახალი პარტიის შექმნა სჭირდება დღეს ქართულ პოლიტიკას; ქართულ პოლიტიკას დღეს სჭირდება ამბიციური პოლიტიკური გაერთიანებები, ამპარტავნების გვერდზე გადადება და გამარჯვებისთვის საჭირო კომპრომისებზე წასვლა. თუ ამის აუცილებლობის მკაფიო გააზრება და შეთანხმება ვერ მოხდება ფართო ოპოზიციურ სპექტრში, თუ ისევ გაგრძელდება ელექტორალური გაგებით ტყუპისცალი  პარტიების ჩამოყალიბება ან/და არჩევნებზე „მარტო გავალთ“-ს ძახილი, არანაირი მნიშნელობა არ ექნება, მე ან ჩემნაირები რომელიმე პარტიაში წავლენ თუ არა. პროცესმა მხოლოდ ამ ქვეყნის გამარჯვებამდე უნდა მიგვიყვანოს და არა მორიგ ეროვნულ  ფრუსტრაციამდე.
შესაბამისად, საკუთარ თავს და როლს ახლა ვხედავ იმაში, რომ მე და ჩემმა გუნდმა ხელი შევუწყოთ ამ იდეების ლობირებას, რომელიც ამ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ დემოკრატიულ ცვლილებებს მოიტანს. მზად ვარ ამ პროცესში ვითანამშრომლო ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ მხარესთან”

თეგები: ნინო ლომჯარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved