ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, კლინიკური ჯგუფი კორონავირუსის მართვის გაიდლაინის განახლებაზე მუშაობს, სადაც ვაქცინაციისადმი ახალ მიდგომებზე იქნება საუბარი.
„ჩვენ გაიდლაინის განახლებაზე ვმუშაობთ, სადაც აისახება ახალი მსოფლიოს ტენდენციები, ახალი შტამები, ვაქცინაციისადმი ახალი მიდგომა და რეკომენდაციები.
რეკომენდაციებს შორის არის ის, რომ პირველივე დღეს იყოს ჩატარებული ტესტირება, განისაზღვროს, ვის სჭირდება ანტივირუსული მკურნალობა და ვის – არა. ეს განახლება თითქმის მზად არის და დიდი ალბათობით, მალე დადასტურდება და აიტვირთება“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
წყარო: „ინტერპრესნიუსი“
კომენტარები