• რეკლამა
  • კონტაქტი
21:32, სამშაბათი, 23 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კლინიკიდან გამომაგდეს – ასე უნდა ექცეოდნენ პაციენტებს?” – რა მოხდა “მედიქალ ჰაუსში”

ალია ავტორი - ალია
13:32 10-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

სოციალური ქსელის მომხმარებელი ირმა ხოშტარია, წერს:

„მინდა გაგიზიაროთ ჩემი აღშფოთება და გულისტკივილი კლინიკა „მედიქალ ჰაუსის“ მედპერსონალის მიმართ. დღეს, მივედი კლინიკაში, ვიყავი წინასწარ ჩაწერილი ოჯახის ექიმთან, მინდოდა ჩამეტარებინა გამოკვლევები, რადგან გადატანილი მქონდა COVID-19, ( P.S. გასულია დაინფიცირებიდან 17 დღე და მოხსნილი ვარ აღრიცხვიდან, დასრულებულია თვითიზოლაცია). გაიგეს რა, რომ, გადატანილი მქონდა კოვიდი, კლინიკაში არ შემიშვეს, მიყურებდნენ, შეშინებული და დაბნეულები, დამაყენეს კლინიკის ეზოში…

ოჯახის ექიმი გამოვიდა ეზოში და კონსულტაცია ჩამიტარა ღია ცის ქვეშ, სხვების თანდასწრებით. თავი იმართლეს იმით, რომ იცავდნენ თავს და ჩემი კლინიკაში შეშვება იყო დაუშვებელი. ისიც დააფიქსირეს რომ ადაპტირებული კაბინეტი ჰქონდათ კოვიდ ინფიცირებულებისთვის, თუმცა მე კოვიდი უკვე აღარ მაქვს. ოჯახის ექიმმა თან გამომიცხადა “მოსვლა რა საჭიროა”, ელექტრონულად ვიკონტაქტოთ. სრული ანამნეზი არ შეკრიბა, რომ რაც შეიძლება მალე დაემთავრებინა ჩემთან კომუნიკაცია. ხშირად მიმეორებდა იმას რომ შორს გავწეულიყავი მისგან, მიუხედავად იმისა რომ დისტანცია მეჭირა.

ერთი სიტყვით კლინიკიდან გამომაგდეს და გამიშვეს სხვა კლინიკაში გამოკვლევების ჩასატარებლად. ეს სწორი დამოკიდებულებაა? ესე უნდა ექცეოდნენ პაციენტებს? მადლობა ღმერთს რომ ჯანმრთელად ვარ და ჩემი ფეხით მივედი და წამოვედი კლინიკიდან. წარმოდგენაც არ მინდა ცუდად რომ ვყოფილიყავი რა დღეში ჩამაგდებდნენ.

ყველა ექიმს მინდა ვთხოვო რომ გაითვალისწინონ – პაციენტი ექიმისგან ელოდება დამაიმედებელ და ადამიანურ მოპყრობას!

აქვე მინდა კმაყოფილება გამოვთქვა დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი • David Tatishvili Health Center -ის მიმართ, სადაც შემხვდა ძალიან გამოცდილი, გულისხმიერი და კვალიფიციური პერსონალი”

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ახალი ამბები

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე

16:27 12-23-2025
400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება
ახალი ამბები

400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება

15:38 12-23-2025
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი
ახალი ამბები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი

13:15 12-23-2025
CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება
ახალი ამბები

CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება

12:58 12-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved