• რეკლამა
  • კონტაქტი
15:28, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კლინიკებში თავისუფალი საწოლები არის, მაგრამ მაშინვე ივსება – თამარ გაბუნია

ალია ავტორი - ალია
10:33 11-24-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

თავისუფალი საწოლები არის, მაგრამ მაშინვე ივსება, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“.

„ჩვენ გვაქვს გარკვეული მოლოდინის სია იმ პაციენტებისთვის, ვისაც ინტენსიური თერაპია პრიორიტეტულად და სასწრაფოდ სჭირდება. პაციენტის გამოწერის შემდეგ, როგორც კი თავისუფალი ადგილი გაჩნდება, ასეთი პაციენტები კლინიკაში ხვდებიან“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, ჰოსპიტალური საწოლფონდის შენახვა უნდა მოხდეს მხოლოდ მძიმე, კრიტიკული პაციენტებისთვის.

„დღეს, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მაინც მაღალი გვაქვს – 30-35 პროცენტი. ჰოსპიტალიზაცია თუნდაც, 10 პროცენტით რომ შევამციროთ და ეს პაციენტები კოვიდსასტუმროებში, ან ოჯახის ექიმის მეთვალყურებით ბინაზე დარჩნენ, ეს უფრო მეტ სივრცეს მოგვცემს, რომ პაციენტების ბრუნვა უფრო სწრაფად მოხდეს და თავიდან ავიცილოთ ის დაყოვნებები, რასაც ვხედავთ. ყველამ ვიცით, რომ ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტებს ლოდინი უწევთ, სანამ ჰოსპიტალში მოხვდებიან“, – განაცხადა გაბუნიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო საველე ჰოსპიტლების მოწყობაზე, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ თავისი არჩევანი კოვიდსასტუმროებზე შეაჩერა.

„დღეს ჩვენ გვაქვს კოვიდსასტუმროების საკმაოდ კარგად აწყობილი და განვითარებული სისტემა. დღეს კოვიდსასტუმროებში რჩება 4 500 ადამიანი და საწოლების რესურსი, რა თქმა უნდა, მეტია. დღეს იქ უკვე 5 000 საწოლია მობილიზებული და ექიმების, ექთნებისა და სტუდენტების გუნდები ძალიან აქტიურად მუშაობენ. ისევე, როგორც ჰოსპიტლებში, კოვიდსასტუმროებშიც ჩვეულებრივ შესაძლებელია პაციენტისთვის დანიშნულების შესრულება, ინექციების წარმოება, მეთვალყურეობა და ჟანგბადის კონცენტრატორებიც კი დავამატეთ. ამდენად, გარკვეულწილად, ეს ჩვენთვის არის საველე ჰოსპიტლის ანალოგი“, – განაცხადა გაბუნიამ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, დადგა თუ არა ის ეტაპი, როცა ქვეყანამ ჩაკეტვაზე და მკაცრ ზომებზე უნდა იფიქროს, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ აუცილებელია, აღსრულდეს პრევენციული ღონისძიებები და ის შეზღუდვები, რომლებიც უკვე არსებობს.

შეკითხვაზე, იღებს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო შენიშვნას, რომ სისტემა ეპიდემიის მეორე ტალღას მოუმზადებელი შეხვდა, გაბუნიამ აღნიშნა, რომ ეპიდემია, რომელიც მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემებს თავს დაატყდა, რთული საპასუხო იყო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბევრი მაღალგანვითარებული ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის.

„ამას თავის მართლებისთვის არ ვამბობ. მაქსიმალური გაკეთდა იმ პირობებში, რაც არსებული სისტემის ფარგლებში იყო შესაძლებელი. რვა თვეში არსებული სისტემის სრული გადაწყობა და რეორგანიზაცია გვესმის, რომ ვერ მოხდება, ხოლო ის რესურსი, რაც ეპიდემიას სისტემაში დახვდა, მაქსიმალურად იყო მობილიზებული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved