“საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ მიეკუთვნება ისეთი განსაკუთრებით საშიში კატეგორიის დამნაშავეთა რიცხვს, რომ იგი გადაყვანილ იქნას გლდანის ციხის საავადმყოფოში! – ამის შესახებ საქართველოს კლინიკების ასოციაცის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაში ასოციაციის პრეზიდენტი ვილი პაჭკორია აღნიშნავს, მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, სააკაშვლილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი მარავალპროფილური კლინიკის ბაზაზე.
“საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ მიეკუთვნება ისეთი განსაკუთრებით საშიში კატეგორიის დამნაშავეთა რიცხვს, რომ იგი გადაყვანილ იქნას გლდანის ციხის საავადმყოფოში!
პრეზიდენტის შიმშილობის შედეგად შესაძლებელია საქმე გვქონდეს პოლიორგანული ფუნქციების დარღვევასთან, ამიტომ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მულტიპროფილური სტაციონარული მკურნალობა და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკა, რისი შესაძლებლობა სამწუხაროდ ციხის საავადმყოფოს არ გააჩნია.
პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით და მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი მარავალპროფილური, მაღალკვალიფიციური და მაღალტექნოლოგიური კლინიკის ბაზაზე.
მადლობა ღმერთს თბილისი ასეთი კლინიკების სიმწირეს არ განიცდის”. – აცხადებს ვილი პაჭკორია.
კომენტარები