• რეკლამა
  • კონტაქტი
10:19, ოთხშაბათი, 7 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

ალია ავტორი - ალია
16:29 10-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,852

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, კახა მიქაია.

– ხელისუფლება გამოუვალ მდგომარეობაშია. ბიძინა ივანიშვილს გაექცა მართვის სადავეები და ბევრჯერ ვნახეთ უკვე, როცა სრულიად არაადეკვატურ ქმედებებზე გადავიდნენ მისი საგამომძიებო სტრუქტურები. ოპონენტების დაჭერის გარდა, სხვა არაფერი დარჩენია. ივანიშვილი მიჰყვება რუსულ ხაზს. აქ არის რუსული, პუტინის ხელისუფლება და ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს ისე, როგორც ეს თავის დროზე კეთდებოდა რუსეთში. ოპონენტების დაჭერა, მოსყიდვა, დაშანტაჟება, დაშინება იქნება ეს თუ სხვა რამ. როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარს იტყვი, ყველა პროდასავლელ ოპონენტს გამოაცხადებ დასავლეთის აგენტად, როდესაც ქვეყანაში დაამთავრებ დემოკრატიას, ფაქტიურად, დემოკრატიულ ინსტიტუტებს გააუქმებ, შეგრჩება ერთი რამ – დიქტატურა. ამის ნათელი მაგალითია დღევანდელი საქართველო. ბიძინა ივანიშვილი რუსეთის „ნამესტნიკია“ საქართველოში და ერთადერთი მიზანი აქვს-დიქტატურა დაამყაროს ქვეყანაში, საქართველო სრულად ჩამოაცილოს დასავლეთს და გახადოს რუსეთის გუბერნია.  მთლიანად გადაიხარა რუსეთისკენ, ფორმალურადაც კი ხელი აიღო დაბალანსების პოლიტიკაზე, რითაც ადრე თვალს გვიხვევდა, ვითომ დასავლეთის პარტნიორობა უნდოდა. რუსეთთან მშვენივრად აქვს დალაგებული ურთიერთობები. ბიძინა მიჰყვება საქართველოს გარუსების, საქართველოში დიქტატურის დამყარების გეგმას, რომელიც წლების წინ დაიწერა კრემლში.

– ბოლო პერიოდში უამრავი თავისიანი დააკავეს, ყოფილი თავდაცვის მინისტრის „თამადობით“. ესენი კორუფციას რომ არ ებრძვიან, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ამ დაჭერებს რა მიზანი აქვს?

– ეს არის შიდა გარჩევები. ცხადია, აქ არ არის კორუფციასთან ბრძოლაზე საუბარი. ბურჭულაძეს 1 მილიონ 333 ათას ლარს ედავებიან, როდესაც მასაც და სხვებსაც მილიარდები აქვთ სახლში წაღებული. ამ და სხვა საქმეებს რეალური გამოძიების, სამართლის სუნი არ ასდის. კობახიძე თავისი კლანით დაპირისპირებულია ღარიბაშვილის კლანთან და  გარჩევები მიდის მათ შორის. ეს დაჭერები ღარიბაშვილის კლანის დაშინებას, დასუსტებას და საბოლოოდ, ამ კლანის დაშლას ემსახურება. ასეთი პოლიტიკური გარჩევები დიქტატურის პირობებში ჩვეულებრივი ამბავია.

– ეს ყველაფერი ხომ იმის აღიარებაა, რომ მე, თქვენ, მედიასაშუალებები,  საზოგადოების დიდი ნაწილი, როდესაც კონკრეტული ფაქტებით ვლაპარაკობდით, რომ ხელისუფლების მაღალ  ეშელონებში კორუფციაა, იმავე ბურჭულაძეს და სხვებს ვადებდით ხელს, მართლები ვყოფილვართ. იმ დროს  ირაკლი კობახიძე გამოდიოდა და გვიმტკიცებდა, რომ ხელისუფლების მაღალ რგოლებში, მთავრობაში კორუფცია არ იყო?!

– კი, ასეა და ვიდრე კლანურ დაპირისპირებამდე არ მიდგა საქმე და ამ ბრძოლაში კობახიძეს არ დასჭირდა ღარიბაშვილი კლანის დასუსტების მიზნით ამ კლანის წევრთა დაჭერა, მანამდე ხელი არ გაატოკეს მოქმედი კორუფციონერი თუ  ექს-ჩინოვნიკების დასაჭერად. ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი და არა კორუფციასთან  სამართლებრივი ბრძოლა.

– და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსად დაინიშნა…

– მდინარაძე კობახიძის გუნდის წევრია და არ გამკვირვებია, რომ მას ეს პოსტი ჩააბარა. ბიძინა ივანიშვილმა კობახიძეს გადასცა ხელისუფლება და მისი ხელით აკონტროლებს. არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ივანიშვილი ვერ აკონტროლებს თავის გუნდს, ამაზე ბევრი ლაპარაკი იყო. შესანიშნავად აკონტროლებს, ვერ კობახიძე, ვერც სხვები მისივე გუნდიდან,  მას პრობლემებს ვერ შეუქმნიან ვერც დღეს, ვერ მომავალში. ერთადერთი ვისაც ივანიშვილი ვერ გააკონტროლებს, ეს ქართული საზოგადოებაა, რომელიც  მუდამ სათანადო წინააღმდეგობას გაუწევს ბიძინა ივანიშვილს. კი, ბევრს ცდილობს ივანიშვილი, მაგრამ ვერ მოახერხებს საქართველოს გარუსებას, საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმებას. ამიტომ ქართული საზოგადოება უნდა გამოვიდეს ქუჩაში 4 ოქტომბერს. უნდა მოხდეს სრული მობილიზაცია. ლაპარაკიც არ მინდა იმ პარტიებზე, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ, მაგათ თავიანთი გაჭირვება ეყოფათ. ამ პირობებში არჩევნებში მონაწილეობა სისულელეა. უნდა ჩამოიშალოს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მშვიდობიანი რევოლუციის  გზით.

საზოგადოებაში ყოველ დღე იზრდება ხელისუფლებისადმი უკმაყოფილება, გროვდება უფრო და უფრო მეტი ბრაზი. ამ ბრაზის გამოხატულება უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტი ხალხი ქუჩაში და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ბლოკირება. არა მხოლოდ რუსთაველზე უნდა იყოს ხალხი, არამედ მთელი საქართველო უნდა გამოვიდეს ქუჩაში და მშვიდობიანი, კონსტიტუციურინ გზით აიძულოს ხელისუფლება, დატოვოს ქვეყნის მართვის სადავეები.

– ფიქრობთ, რომ 4 ოქტომბერს დასრულდება ეს ხელისუფლება?

– მაგას ვერ ვიტყვი, 4 ოქტომბერს დასრულდება თუ არა, მაგრამ უნდა დასრულდეს. ეს ჩვენზეა დამოკიდებული, როდის გავუშვებთ ივანიშვილს და მის დამქაშებს სახლში. საზოგადოებამ უნდა გაუწიოს ისეთი პროტესტი ამ ხელისუფლებას, რომ ივანიშვილს ბერკეტები აღარ დარჩეს მის შესაჩერებლად და ერთადერთი გზა დაუტოვოს – მოსკოვს შეაფაროს თავი.

 

თეგები: კახა მიქაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ახალი ამბები

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა

14:37 01-06-2026
როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved