უკრაინაში გმირულად დაღუპულ ჯამბულათ ხოფერიას კიევში დღეს თანამებრძოლები გამოემშვიდობებიან. სამოქალაქო პანაშვიდი წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში გაიმართება, ამის შემდეგ კი ქართველ მებრძოლს სამშობლოში გადმოასვენებენ.
25 წლის ჯამბულათ ხოფერია უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა, ერთ-ერთი დაბომბვისას, ის ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა, გაიარა სათანადო მკურნალობის კურსიც, მაგრამ ეს უშედეგო აღმოჩნდა.ქართველი მებრძოლი 1 დეკემბერს დაიღუპა.
კომენტარები