უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის, ოლექსეი არესტოვიჩის ინფორმაციით, ოდიდეს ოპერატიულ რაიონებში – კიევში, ჩერნიგოვში, სუმსა და ხარკოვში ოკუპანტების თავდამსხმელი ჯგუფები ამოწურულია და ისინი თავდაცვაზე არიან გადასული.
“ადგილები, სადაც მტერი ტაქტიკურად წინსვლას ცდილობს, არის ვოლხანის რაიონი, სევეროდონეცკი, მარიუპოლი – ჩვენი ყველაზე მტკივნეული წერტილი. ამის შესახებ სარდლობამ იცის და შესაბამის ზომებს იღებს”. – თქვა არესტოვიჩმა.
მისივე თქმით, დადგა “სტრატეგიული შემობრუნების დრო”, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, 11 მარტს ისაუბრა, თუმცა, მისივე სიტყვებით, “ეს არ არის ომის დასასრული”.














კომენტარები