შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან სამხედრო მოქმედებების საფრთხის გამო, უკრაინას აშშ-ს საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრები დატოვებენ. მათივე ცნობით, უკრაინის დატოვება ნებაყოფლობით შეუძლიათ საელჩოს დაქირავებულ თანამშრომლებსაც.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია განმარტებული, დიპლომატები საელჩოში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ და ქვეყნიდან საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრების გაყვანა სიფრთხილის ზომაა და არა ევაკუაცია.
უკრაინის გარშემო სიტუაცია კვლავ დაძაბულია. საზღვართან ასობით ათასი რუსი ჯარისკაცია მობილიზებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.














კომენტარები