კიევი 2-კვირიანი ბლოკადისთვის მზად არის, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოქალაქეებისთვის საკვების 2 კვირის მარაგი არსებობს.
„ქალაქი ბლოკადის შესაძლო მოქმედებებისთვის ემზადება. ის ორი მილიონი კიეველი, რომელთაც თავისი სახლები არ დატოვეს, გაუარესებულ მდგომარეობასთან პირისპირ არ დარჩებიან. დედაქალაქის მთავრობამ ბიზნესთან თანამშრომლობის გზით მაქსიმუმი გააკეთა იმისათვის, რომ გაიხსნას აფთიაქები, მაღაზიები და მისაღები ფასები იყოს“, – ნათქვამია განცხადებაში.














კომენტარები