• რეკლამა
  • კონტაქტი
01:18, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კიდევ რომ დასჭირდეთ, თეატრის დარბაზს კიდევ მივაქირავებთ ფულის გამო” – გია თევზაძე ГИТИС-ის სტუდენტებისთვის რუსთაველის სცენის მიქირავებაზე

ალია ავტორი - ალია
16:12 05-18-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,070

 თბილისში, “რუსთაველის თეატრში” რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებმა „Победа 81”-ის ფარგლებში საზეიმო წარმოდგენა გამართეს. ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექცია ავრცელებს და წერს:

„რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის (ГИТИС)  დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა წარმოადგინეს ნათელი მუსიკალური და ქორეოგრაფიული კომპოზიციები ომის წლების სიმღერებზე. ლეგენდარულმა მელოდიებმა, როგორიცაა „კატიუშა“, „ბნელი ღამე“ და „ლურჯი ცხვირსახოცი“, მაყურებლის გულებში ყველაზე ცოცხალი გამოხმაურება ჰპოვა. მუსიკალური ნომრების გარდა, მსახიობები ღრმა განცდით კითხულობდნენ იმ დიდი ეპოქის პოეტებისა და მწერლების, კონსტანტინ სიმონოვის, ალექსანდრ ტვარდოვსკის, ასევე რობერტ როჟდესტვენსკისა და ვლადიმირ ვისოცკის, უკვდავ სტრიქონებს. საღამოს სტუმრები, დიპლომატიური კორპუსის, საქმიანი და სამეცნიერო წრეების, საზოგადოებრივი და კულტურული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე რუსი თანამემამულეები, თითოეულ გამოსვლას აპლოდისმენტებით აცილებდნენ.
ჩვენი საერთო ისტორიის გმირული ფურცლების, დიდი სამამულო ომის შესახებ წმინდა პოეტური მოგონებები სამუდამოდ დარჩება რუსეთისა და საქართველოს ხალხების გულებში”, – წერია განცხადებაში.

 

რუსთაველის თეატრის დირექტორი გია თევზაძე, „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ სცენის დათმობის სანაცვლოდ, თეატრის ადმინისტრაციამ ფული აიღო. „რუსთაველის თეატრის” დირექტორი აღნიშნავს, რომ 9 მაისის თემატიკა მას უხერხულობას არ უქმნის.

„ჩვენ იჯარით მივეცით დარბაზი, მაქსიმალური თანხა ავიღეთ, იქ ისეთი არაფერი არ იყო, სტუდენტები იყვნენ ГИТИС-ის.

ჩვენ არავინ დაგვიკარგავს ამ ომში? [მეორე მსოფლიო ომში]… ჩვენ ყველაზე მეტი დავკარგეთ ამ ომში. რა საკვირველია, კიდევ რომ დასჭირდეთ, თეატრის დარბაზს კიდევ მივაქირავებთ ფულის გამო”- თქვა გია თევზაძემ.

კითხვაზე, როცა პროევროპულ აქციებზე სიარულის გამო მსახიობებს თეატრიდან უშვებენ, რამდენად მართებულია, რუსი სტუდენტებისთბის დარბაზის მიქირავება, თეატრის დირექტორი ამბობს: “იმ მსახიობს ჰკითხეთ, როგორ უნდოდა ამ თეატრიდან წასვლა”.

თეგები: გია თევზაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved