• რეკლამა
  • კონტაქტი
17:13, კვირა, 29 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვაშლიჯვარში მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს – კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
11:47 04-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეწყერსაშიშ ზონაში მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს. როგორც კალაძემ თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ევაკუაციის გეგმა არსებობს, რომელსაც გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენებენ. 

„ოპერატიულად დავიწყეთ მეწყრული ზონის 24-საათიანი მონიტორინგი, რათა დეფორმაციის ხასიათსა და დინამიკაზე დაკვირვება გვეწარმოებინა. გასულ კვირას უკვე დავამონტაჟეთ მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც უფრო ზუსტი დაკვირვებისა და მონაცემთა შეგროვების შესაძლებლობას იძლევა. ასევე, შესაბამისი უწყებების მიერ, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შემუშავდა საევაკუაციო გეგმა. ეს, რა თქმა უნდა, საჭირო არ არის, თუმცა თუ გაჩნდა გადაუდებელი აუცილებლობა, ეს გეგმაც არსებობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. რაღაც საფრთხე რომ ყოფილიყო, პირველები ჩვენ ვიქნებოდით, ვინც კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამდა. აქაც ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, პანიკის დათესვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ თითქოს აუცილებელია მოსახლეობის ევაკუაცია. ეს მათ ნამუსზე იყოს, ვინც ამ განცხადებებს ავრცელებდა“, – განაცხადა მერმა.

მისივე თქმით, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისთვის მერიამ კვლევა-პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების მომსახურება შეისყიდა, რომელსაც კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ აწარმოებს.

“ფერდის სტაბილიზაციისა და მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის, ყველა გადაუდებელი ღონისძიება ტარდება, კერძოდ, ზედა ნაწილში მიმდინარეობს ცემენტიზაცია, რათა მეწყრის გადაადგილება შემცირდეს. ასევე ეწყობა დროებითი გზები, რათა სამუშაოების მომდევნო ეტაპზე გატარდეს ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მაჭავარიანის ქუჩის უსაფრთხოებასა და მოძრაობის აღდგენას” – განაცხადა კალაძემ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში – თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება
ახალი ამბები

ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში – თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება

13:44 06-27-2025
ტენე – „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება
ახალი ამბები

ტენე – „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება

11:35 06-27-2025
ხორვატიის შემდეგ გერმანია – საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს – თიბისი
ახალი ამბები

ხორვატიის შემდეგ გერმანია – საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს – თიბისი

18:38 06-26-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved