• რეკლამა
  • კონტაქტი
09:47, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ და ვადას ვაძლევ იქითა კვირა დღემდე…“ – ვის აძლევს ბოლო გაფრთხილებას მიტროპოლიტი სტეფანე

ალია ავტორი - ალია
17:32 03-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი, იმ პირებს, რომლებიც ეპარქიაში მის წინააღმდეგ გამოდიოდნენ ბოლო გაფრთხილებას აძლევს და სინანულისკენ მოუწოდებს. 

მიტროპოლიტი სტეფანეს თქმით, “ამბოხში” მონაწილე საერო პირებს და ასევე დაბალი იერარქიის სასულიერო პირებს, თუ კვირამდე თავის საქციელს არ მოინანიებენ, კვირა დღიდან ზიარება აეკრძალებათ. რაც შეეხება მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს, მათ ერთკვირიანი ვადა ეძლევათ სინანულისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი როგორც მიტროპოლიტი ამბობს, ის უფრო აქტიურ ქმედებებზე გადავა:

“მე ყველას მოვუწოდებ სინანულისკენ, ბოლო გაფრთხილება იქნება, რომ ყველა იმ ადამიანმა ვინც ამ ამბოხში მიიღო და აგრძელებს მონაწილეობას. გონს მოვიდეთ, უფსკრულის წინაშე დგანან და საქართველოს  გადაჩეხაც  უნდათ, მაგრამ იცოდნენ, რომ საქართველო მათ არ გადაჰყვება, ჩვენ გაგვაჩნია იმის ძალაც და შესაძლებლობაც, რომ ეს მოქმედებები ავლაგმოთ. მაგრამ ეს არ არის ძალისმიერი მეთოდები, ეს არის ეკლესიური მეთოდები და ამ მეთოდებს ჩვენ გამოვიყენებთ. მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, უკვე საბოლოოდ და ვადას ვაძლევ იქითა კვირა დღემდე, რომ ყველა ადამიანი ვინც ამაში მონაწილეობდა მოვიდეს და მოინანიოს.

პეტრემ და თავის დამქაშებმა, რომლებიც ჩემ ეპარქიაში არ არიან, მაგრამ ჩემს ეპარქიას ეხებიან ბინძურად მათაც ვაფრთხილებ, იმიტომ, რომ ვარ სინოდის წევრი და რა თქმა უნდა, ამ საკითხს დავაყენებ სინოდზე ძალიან მკვეთრად, არაფერი გადადება ამ საკითხის აღარ შეიძლება,” – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

შეგახსენებთ, სასულიერო პირების და მრევლის ნაწილი პროტესტს გამოთქვამს მარტვილის ეპარქიის მმართველის შეცვლის გამო. ისინი საპატრიარქოსგან ითხოვენ, რომ ეპარქიის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ან დანაშაული დაუმტკიცონ, ანდა ისევ ეპარქიის მმართველად დააბრუნონ. აღნიშნული პირები პროტესტით ხვდებიან მიტროპოლიტი სტეფანეს მისვლას სხვადასხვა ეკლესია-მონასტერში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved