• რეკლამა
  • კონტაქტი
00:15, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კიდევ ერთი “ვირუსი” ქვეყანაში, რომლის საინკუბაციო პერიოდი 5-დან 41 წამამდეა!!! – მკურნალობის ტრადიციული მეთოდი არ არსებობს!

ალია ავტორი - ალია
22:00 01-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
77

2021 წელი და კიდევ ერთი ვირუსი ქვეყანაში, რომელიც ნამდვილად არ არის ახალი შტამი, ძველია, მაგრამ ყველაზე სწრაფად ვრცელდება და ყველაზე სახიფათოა, თუმცა, მხოლოდ გარკვეული ჯგუფი ინფიცირდება.

ვირუსს საინკუბაციო პერიოდიც ყველაზე მცირე აქვს 5-დან სულ რაღა 41 წამამდეა საკმარისი რომ და#ლევდე და თან ისე, რომ თვითმფრინავი გააგზავნო ჩაკეტილი ქვეყნიდან იტალიაში პიცის ჩამოსატანად, ისე, რომ საფრანგეთში კორონავირუსით დაზარალებულებს დაეხმარო, მაშინ როცა შენ ქვეყანაში ინფექციურ საავადმყოფოში წყალი ჩადის.

ვირუსს „თანამდებობის ვირუსი“ ქვია და კარგი ამბავი ისაა, რომ მისი ტესტირება საკმაოდ მარტივი პროცედურაა, ვერც ერთი ინფიცირებული ვერ ამბობს ამ სამ სიტყვებს: – გაჭირვებული, ღატაკი, უსახლკარო. ვირუსის სიმპტომებია ჰაერის უკმარისობა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე, ამიტომ ამ ვირუსით ინფიცირებულები ბევრს მოგზაურობენ, ხან ოფიციალურად, ხან კაბინეტის კარს შიგნიდან კეტავენ და ფანჯრიდან იპარებიან…

ვირუსის ფონზე ინფიცირებულებს უვითარდებათ ცრუ სიმპტომებიც, „ცრუ ქველმოქმედების“, „ცრუ პატრიოტიზმის“, „ცრუ პატიოსნების“, ეკარგებათ საზღვრების და განზომილებების შეგრძნება, უნდათ დიდი სახლი, დიდი მანქანა, უფრო დიდი სახლი, უფრო დიდი მანქანა, პატარა საყვარელი, ასაკით კიდევ უფრო პატარა საყვარელი, დიდზე დიდი სახლი, პატარაზე პატარა საყვარელი…

ინფიცირებულებს უყვართ საათები, მათ იმდენი საათი აქვთ, რამდენი თმის ღერიც მკერდზე, მათ იმდენი საათი აქვთ, რამდენი პრემიაც წლიდან წლამდე… ინფიცირებულთა სამკურნალოდ მკურნალობის ტრადიციული მეთოდი არ არსებობს, ისინი მკურნალობენ სახალხო მედიცინით, ისეთით, როგორიცაა ქვეყნის ბიუჯეტი და მკურნალობენ მანამდე, სანამ მთელ ბიუჯეტს არ გამოხრავენ… ამ ინფექციით დაავადებულებს ისე ეზიზღებათ ადგილობრივი ვალუტა, ლარი, როგორც ცოფიანს წყალი, ამიტომ ლარის დანახვაზეც კი ცუდად ხდებიან და უმეტესად მხოლოდ დოლარსა და ევროს ინახავენ ანგარიშებზე. ინფიცირებულებს არ უყვართ ასევე საბუთები, ამიტომ ქონებას და ბიზნესს აფორმებენ ბებიებზე, ბაბუებზე, ბიძებზე, მამიდებზე… ლეგენდად დადის ისტორია, ერთ ინფიცირებულზე, რომელსაც იმდენი ქონება და ბიზნესი ჰქონდა გადასაფორმებელი, რომ ჯერ მისი ახლობლების ბებიები, ბაბუები, ბიძიები და დეიდები გადაიფორმა, მერე ამ ხალხისგან შექმნა ფონდი და ბოლოს ამ ფონდს გადაუფორმა ქონება… ინფიცირებულებს აქვთ ასევე შეუკავებლობა, კერძოდ, უფლებამოსილების შეუკავებლობა, დაუსჯელობის სინდრომის შეუკავებლობა, ტენდერების მოგების შეუკავებლობა…

ვირუსი გადადის პრემიით, დანამატით, უფროსის სკამით, დივანით, მდივანით…

ვირუსს მკურნალობდნენ უფრო ძლიერი ვირუსით, რომელიც ცალკე იყო შენახული ბროლის სასახლეში, მაგრამ 2021 წელს ამ ძლევამოსილ ვირუსზე წვდომა დავკარგეთ, ამიტომ წელს ჩვენ გვექნება სანახაობა და ვერ გვექნება პური, რომელიც პირველი აპრილიდან, ანუ, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო სუბსიდირება შეწყება, ისევ გაძვირდება, წელს გვექნება სანახაობა და არ გვექნება ბიუჯეტი, რადგან მთელი 2020 წელი ის, დიდი ვირუსი ვერ იყო ხასიათზე და ყველა ინფიცირებული ბიუჯეტით მკურნალობდა, 2021 წელს გვექნება სანახაობა და არ გვექნება წამლის ფული, 2021 წელს არც ტურისტი გვეყოლება, ადგილობრივი საშუალებებით უნდა გავერთოთ, 2021 წელს გვექნება სანახაობა და სანახაობა.

გიორგი ჯავახაძე, ალია

თეგები: თანამდებობის ვირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved