• რეკლამა
  • კონტაქტი
18:25, ოთხშაბათი, 31 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, კიდევ ერთი საოცარი სტატისტიკა… რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ აქედან?” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
15:03 09-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
768

ეკონომისტი, ყოფილი პარალმენტარი, რომან გოცირიძე:

,,ფულის გათეთრების ამბავმა ისეთი თემები წამოსწია, რომელსაც სამწუხაროდ დიდ ყურადღებას არ ვაქცევდით და პროფესიულ დონეზე რაიმე სახის ანალიზიც არ ჩატარებულა. უფრო მეტიც, ღირებულებით გამოხატულებაში მილიარდობით დოლარის ეკვივალენტი და ფიზიკური მოცულობოთ ათეულობოთ ტონობით ნაღდი უცხოური ვალუტა გადის და შემოდის ქვეყანაში, როგორც ლეგალურად, ასევე არალეგალურად და ამის შესახებ არაფერს ამბობს არც ეროვნული ბანკი და არც მთავრობა, უფრო მეტიც, ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშებში ერთი სიტყვითაც კი არაფერი წერია ამაზე.

კიდევ ერთი საოცარი სტატისტიკა. საბაჟოს ოფიციალური მონაცემებით 2020 წელს მხოლოდ თბილისის აეროპორტიდან გატანილი იქნა 2,5 მილიარდი რუსული რუბლი, რაც უხეში გათვლებით დაახლოებით 28 მილიონი დოლარია. ამაში გასაკვირი არაფერია, არც თუ ისე დიდი რაოდენობის ფულია და მისი აბსოლუტური უმეტესობა, ალბათ 99 პროცენტი, ინკასაცია იქნებოდა, ანუ კომერციული ბანკების მიერ უცხო ქვეყანაში( რუსეთში) გახსნილ ანგარიშებზე ნაღდი ფულის შეტანა.

2021 წელს რუსული ნადი კუპიურების გატანამ თბილისის აეროპორტიდან იმატა, გავიდა 3,5 მილიარდი რუბლი( 39 მილიონი დოლარი).

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იწყება რაც იწყება. საოცარი ამბები დატრიალდა. 2022 წელს გატანილი იქნა 43,6 მილიარდი რუსული რუბლი( 485 მილიონი დოლარი), ხოლო 2023 წელს 430 მილიარდი რუბლი, რაც 4,8 მილიარდი დოლარის ტოლია.

ეს ყველაფერი ხდება ლეგალურად, თბილისის აეროპორტიდან, ანუ ამაში არ შედის არც ქუთაისის და ბათუმის აეროპორტები და არც 8 სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნტი( სადაც მნიშვნელოვანი მოძრაობაა ლარსზე და სარფზე).

რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ აქედან? თუ მილიარდობით რუბლი გადის, ესეიგი შემოდის. შემოსული რუბლებით ხდება უცხოური ვალუტის ჩვენს ტერიტორიაზე შეძენა და გატანა( ძირითადად რუსეთში), მისი ნაწილის საქართველოში ინვესტირება( უძრავი ქონების და ბიზნესის შეძენა), ნაწილის კონვერტირება ლარებში და აქ დახარჯვა( ინვესტირება და ყოველდღიური საჭიროებებისთვის გამოყენება).

2023 წელს მხოლოდ თბილისის აეროპორტიდან მხოლოდ ნაღდი კუპიურების სახით საბაჟოს ოფიციალური მონაცემებით გავიდა 1,9 მილიარდი ამერიკული დოლარი. ვინ გაიტანა და რომელ ქვეყანაში, უცნობია. რუბლების აბსოლუტური უმრავლესობა გააქვთ ბანკებს, დებენ რა რუსეთის ბანკებში საკუთარ ანგარიშებზე, რომლითაც ქართველ იმპორტიორებს ემსახურებიან, რასაც ვერ ვიტყვით გატანილ დოლარებზე.

უამრავი კითხვა იბადება, ხელისუფლება კი დუმს. დუმილი ყოველთვის ოქრო არ არის, მით უმეტს, როცა საქმე ნამდვილ ოქროს ეხება. ვალუტა რომ ოქროა, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება.“

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved