ჟურნალისტი მიხეილ ხაჩიძე სოცქსელში წერს:
„კიდევ ერთ დიდებულ გმირ სამხედროზე უნდა დავწერო:
ეს არის გოლანის მებრძოლი, კაპრალი ამიხაი რუბინი, რომელიც გმირულად დაეცა ტერორისტებთან ბრძოლაში. მისი ოჯახის სურვილით კი, მისი ორგანოები 5 ადამიანს გადაუნერგეს და 5 სიცოცხლე გადაარჩინ-გაახანგძლივეს.
თავად ამიხაი, ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელიც ტერორისტების თავდასხმის ეპიცენტრში აღმოჩნდა, იბრძოდა გმირულად და უამრავი მეგობარი გადაარჩინა სიკვდილს. მოკლა ბევრი ტერორისტი… ბოევიკებმა ფეხში დაჭრეს. ასე, დაჭრილი დაჯდა და განაგრძო მტრის განადგურება, რამდნიმე წუთში ტყვია თავში მოხვდა, რამაც ტვინი დააზიანა, ბიჭი არ დანებდა. 20 წუთი კიდევ ისროდა, მანამ სანამ არ დაეცა და სული ამოხდა. ებრაელის გმირობა როგორც ასეთი, რა დიდებული ბიჭი იქნებოდა, პატრიოტი, სამშობლოზე შეყვარებული!“
კომენტარები