საქართველოში კორონავირუსის 2 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 51 ადამიანი, 2 331 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 39 036 კვლევა, აქედან 23 112 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 15 924 PCR-ით. 29 დეკემბერს აიცრა 8 615 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 5,37%-ია, ბოლო 14 დღის – 5,57%-ია, 7 დღის – 5,15%.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 932 641 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 893 064 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 758 კი გარდაიცვალა.
კომენტარები