• რეკლამა
  • კონტაქტი
18:20, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კი, უნდა გადადგეს… “როგორ შეამტვრიოს ციხის კარი” – არასწორი გაპრავებაა” – ბერულავა

ალია ავტორი - ალია
14:30 07-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,690
ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:
“სანამ ენმ-ისა და სხვა პარტიების ლიდერები არ დაიჯერებენ, რომ ყოველგვარი ფულის გადახდის, ორგანიზებისა და ორკესტრირების გარეშე, პარტიის წევრების ნაწილს შესაძლოა გაუჩნდეს აზრი, რომ პარტიის თავმჯდომარე უმოქმედობის ან არასათანადო მოქმედების გამო შესაცვლელია, მანამდე პარტიის მხარდამჭერებში ასე მოფიქრალთა რიცხვი გაიზრდება.
“რა ქნას ნიკა მელიამ, როგორ შეამტვრიოს ციხის კარი” – არასწორი გაპრავებაა, მისგან ეს არავის მოუთხოვია და თუ ვინმემ მოითხოვა, სისულელეა, მაგრამ მინიმუმ, სამოქმედო გეგმა და განცხადებების თანმიმდევრულობაა საჭირო და არა იმის დემონსტრირება, რატომ ჩამოვიდა, მე წინააღმდეგი ვიყავიო.
მორჩა, მოცემულობა ახლა არის ის, რომ ჩამოვიდა, ციხეში ზის და ჩვენს თვალწინ ცდილობენ მის მოკვლას, რაც ნიშნავს, მისი საკითხი დღის წესრიგში მთავარი უნდა იყოს.
წამებით კლავენ მესამე პრეზიდენტს, პარტიის დამფუძნებელს, ლიდერს – უკაცრავად, აბა სხვა რა უნდა იყოს მთავარი დღის წესრიგში?
არათანმიმდევრულობა, უთავბოლოდ გრძელი განცხადებები, რომლის თავი გავიწყდება, ბოლოში რომ ჩამოხვალ, სატელევიზიო გამოსვლების დროს მკვეთრი, მოკლე მესიჯების არარსებობა, ხალხის უთავბოლო ტარება აღმა-დაღმა არ უნდა იყოს მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მახასიათებელი და კი, უნდა გადადგეს და მანამდე ორგანიზება სჭირდება პარტიის თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნებს.
ყველაზე რადიკალი მომხრეები შეიყვანოს მონიტორინგის ჯგუფში, ჩაატაროს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ და თვითონაც მიიღოს მონაწილეობა, არა როგორც ენმ-ის ლიდერმა, არამედ როგორც გადამდგარმა პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელმა.
აგვისტო ამ ეტაპის მოსამზადებლად გამოიყენოს და სექტემბერის ბოლოს არჩევნები – მშვენიერი გამოსავალი იქნება ვითარების განსამუხტად.
თორემ ასე იმ კაცს ვერაფერს ვერ ვუშველით და პარტიაც თავზე დაგვენგრა თითქმის. მართალია, წევრი არ ვარ, მაგრამ დაარსების დღიდან ამ პარტიას ვაძლევ ხმას, მაქვს ერთი რჩევის უფლება: გადადექი და ჩაატარე ახალი არჩევნები.
გაჩნდება შეკითხვა: მიშას მკურნალობის თემა დავივიწყოთ აგვისტოში? არა, არ დავივიწყოთ, პოლიტსაბჭომ აიღოს ინიციატივა. ამ გახსენებაზე, მგონი, პოლიტსაბჭოც განსაახლებელია და ზოგადად, ენმ – ცვლილებების დროა. კი არა, დაგვიანდა კიდეც.
თეგები: ლაშა ბერულავამიხეილ სააკაშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved