• რეკლამა
  • კონტაქტი
02:54, კვირა, 17 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კი, ბატონო, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, ეგ გავიგეთ, მაგრამ თქვენ რას აკეთებთ?“ – რა გეგმაზე საუბრობს გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:37 03-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,626

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი.

– ბატონო გია, თქვენ განაცხადეთ, რომ დროა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გარკვეული სახის სტრუქტურები შექმნან და ამ  პროცესის  მართვა, რომელიც ისედაც  მათ ხელშია, ასე უნდა გააგრძელონ. უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობთ?

– კი, აქციის სტრუქტურიზირებაა საჭირო აქციისავე მონაწილეთაგან, რადგან პოლიტიკური ელიტა ვერ ახერხებს, გახდეს ამ დიდი და მასშტაბური მოძრაობის ლიდერი. ბუნებრივია ახლა, პოლიტიკაში, ისევე როგორც ეკონომიკაში, როდესაც არსებობს დეფიციტური მოთხოვნა, უნდა გაჩნდეს შეთავაზება. შეთავაზების გაკეთება შეუძლია  ერთი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს,  მეორეც იმ აქტორებს, იმ სოციალურ თუ პროფესიულ ჯგუფებს, რომლებიც ამ ყველაფერში მონაწილეობენ. აქ ყველაფერი ლოგიკურია, ამერიკა არ აღმომიჩენია.

–თქვენ მხოლოდ ახალგაზრდებს გულისხმობთ თუ ყველას, ვინც პროტესტში მონაწილეობს?

– ამ ეტაპზე, შუალედურად, სასურველი იქნებოდა პრეზიდენტის ლეგიტიმურობიდან გამომდინარე, მასთან  გარკვეული სახის მაგიდა გაკეთდეს. სალომე ზურაბიშვილს, გამომდინარე მისი ლეგიტიმურობიდან, აქვს სახალხო ლეგიტიმაცია. იმას არ ვამბობ, რომ ის პრეზიდენტია. ზურაბიშვილი გახდა ერთადერთი ადამიანი, რომელიც მისაღებია ამ დიდი საპროტესტო მოძრაობისთვის, რომელსაც ენდობა ხალხი, სამწუხაროდ, ჩვენი პარტიული ოპოზიციისგან განსხვავებით. გაკეთდეს სალომე ზურაბიშვილთან გარკვეული მაგიდა, რომელთანაც დასხდებიან სხვა და სხვა სოციალური და პროფესიული ჯგუფების ლიდერები, ასევე, ახალგაზრდობის წარმომადგენლები. პოლიტიკური პარტიებიც, რა თქმა უნდა, ისინიც უნდა იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. ამ მაგიდასთან უნდა მოიძებნოს ფორმულა, რომელიც ამ დიდ პროტესტში პოლიტიკურ გონს შემოიტანდა და კონკრეტულ შედეგზე იქნებოდა ორიენტირებული. არ იქნებოდნენ  მხოლოდ ამ დამქანცველი, პერმანენტული მოძრაობასის იმედად, რომლის შედეგი, მე ვიტყოდი, ჯერჯერობით ბუნდოვანია. კი, ეს 100-დღიანი მოძრაობა უდიდესი საქმეა,  ხალხის ქუჩაში გამოსვლა და ეს უპრეცენდენტო აქტიურობა  რომ არა, უკვე აღარანაირი პერსპექტივა არ ჩანდა, მაგრამ მეტი კონკრეტიკაა და გეგმაა  საჭირო საიმისოდ, როგორ უნდა მიაღწიოს მიზანს  ამ ხალხმა.

– თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება ამ სახალხო პროტესტის ფინალი? ეს „ხელისუფლება“ დანიშნავს ახალ არჩევნებს?

– ფინალი როგორი იქნება, ნამდვილად ვერ ვიტყვი, პროგნოზებისგან თავს შევიკავებდი. ამ პროტესტანტი საზოგადოების შანსები საკმაოდ მაღალია, მიაღწიოს მიზანს.  თუმცა ფინალი მაინც ორგვაროვანი შეიძლება იყოს და ეს ყველამ ვიცით.  ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. მთავარია, ეს რეალური მოცემულობა სახელმწიფოებრივ  განვითარებაზე აისახოს, ვერ მოახერხოს სისტემამ ამ ყველაფრის ჩახშობა და მართვა. დანარჩენი კონკრეტულ ადამიანებზე, კონკრეტულ ლიდერებსა და  გეგმებზეა დამოკიდებული. ამ ყველაფრის პროგნოზს ვერ გავაკეთებ და საერთოდ,  არ ვაკეთებ პროგნოზებს.

– რა რესურსიღა დარჩა ბიძინა ივანიშვილს პროტესტის ჩასახშობად? ჯარი, ტანკები და ის, რაც ჩინეთში, პეკინში მოხდა ტიანანმენის მოედანზე თუ სხვა ბერკეტებიც აქვს ხალხის დახოცვისა და  სისხლის ღვრის გარდა?

-ბიძინა ივანიშვილმა აირჩია ერთადერთი, ძალადობრივი გზა, ყველაფრის ძალით გადატეხვა და  ამ გზას მიჰყვება, რადგან მას სხვა რესურსი არ გააჩნია. ეს ძალაც ნიღაბს ამოაფარა, რომ მისი იდენტიფიცირება ვერ მოხდეს. მან თავად თქვა უარი ცივილური სახის შენარჩუნებაზე და ამ ძალას დაეყრდნო. ივანიშვილი, ფატობრივად, ძალაუფლების აგრესიული უზურპატორია. მას სხვა  არგუმენტი საზოგადოებასთან სასაუბროდ არ აქვს, გარდა უხეში ფიზიკური ძალადობისა, სისტემით ძალადობისა. უზურპაცია მოახდინა ძალოვანი და მართლმსაჯულების სისტემებისა, პროპაგანდაც მიაშველა ამ ყველაფერს, რაც ძალადობის ერთ-ერთი ნაირსახეობაა და ამით ოპერირებს, ამაზე ჩამოვიდა  ფსონს.

–კი, ასეა, მაგრამ ძალიან რისკავს. ღმერთმა ნუ ქნას და პოლიციელთა და სპეცრაზმელთა ძალადობის შედეგად რამდენიმე ადამიანი რომ დაიღუპოს, იმდენი აგრესიული ადამიანი გამოვა გარეთ, რომ წალეკავენ ბიძინასაც და მის  დე ფაქტო ხელისუფლებასთან. სიტუაციას არ ვამძაფრებ, რადგან  რამდენიმე აქტივისტი და ჟურნალისტი ისე სცემეს, ძლივს გადაურჩნენ სიკვდილს.

– ბიძინას არჩევანიც ეს არის და  ამაზე თავად ინერვუიულოს. სხვა გზა არ დაიტოვა, პრობლემის თუ პრობლემების მოგვარების სხვა გზა არ დაიტოვა, ყველა ცივილურ გზაზე უარი თქვა. აქედან გამომდინარე ხდება ის, რაც ხდება.

– წეღან რითიც დავიწყეთ, იმ საკითხთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. თუ სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგება სათავეში  აქციის მონაწილეთაგან და პოლიტიკოსთაგან გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს შექმნას, ხომ არ დაექმევა ამ ორგანოს   დროებითი მთავრობა, რაც კიდევ უფრო  აგრესიულს გახდის რეჟიმს  და შესაბამისად, უფრო დაძაბავს სიტუაციას?

– რა შუაშია დროებითი მთავრობა? მე არ ვლაპარაკობ რაღაც ორგანიზაციული ფორმა შეიძინოს იმ ორგანომ, რომელიც პრეზიდენტთან შეიქმნება. უნდა დასხდნენ, უნდა გამოიკვეთოს ლიდერი მთელი ამ მოძრაობისა, ლიდერის გარეშე არ არსებობს პოლიტიკა, პოლიტიკური პროცესი და როდესაც შენ ითხოვ ახალ არჩევნებს თუ „ქართული ოცნების“ საერთოდ ჩამოცილებას ხელისუფლებიდან, რადგან ის არალეგიტიმურია, ეს უკვე პოლიტიკაა. უნდა დასხდნენ, ჩემი და ძალიან ბევრის აზრით, სალომე ზურაბიშვილთან, რომ რაღაც დაგეგმონ და პროცესს უფრო მკაფიო სახე მიეცეს. მე არ ვამბობ, რომ მაინც და მაინც პარტია უნდა შექმნან. თუმცა, პარტიაც რომ შექმნან, არ შეიძლება და ამას რაიმე შეზღუდვა აქვს? ცხადია, არა.

–პირიქით, სალომე ზურაბიშვილს იმხელა მხარდაჭრა აქვს შინ და გარეთ, რომ შესაძლოა, უკვე ფიქრობს მაგაზე.

-თუ ასეა და არც პრობლემა ყოფილა და არც იმის საფრთხეა, რომ გარკვეული სახის ორგანოს თუ პარტიას ხელისუფლება ან სხვა, დროებით მთავრობად ჩათვლის. უბრალოდ, მოქმედებაა საჭირო. მაგალითად, მიუნხენის კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილი იმაზე საუბრობდა, დასავლეთმა რა უნდა გააკეეთოს საქართველოსთვის. წამოვიდა  საპასუხო კითხვა დასავლეთიდან – კი, ბატონო, ჩვენ  რა უნდა გავაკეთოთ, ეგ გავიგეთ, მაგრამ თქვენ რას აკეთებთ? ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს, თუ ნახეთ. აინტერესებთ, რას აკეთებენ შიდა პოლიტიკაში და რის გაკეთებას აპირებენ სამომავლოდ.  ეს პასუხი თუ პასუხები გაჩნდება იმ არაფორმალური სტრუქტურის შექმნისა და საქმეებზე საუბრის შემდეგ.

–გრძელვადიანი საპროტესტო აქციები კარგია, მაგრამ  თქვენგან რაღაც კონკრეტული გეგმაც უნდა დაიდოსო. ეს არის დასავლეთის პოზიცია?

-რა თქმა უნდა, ასეა. მარტო ის ხომ არ არის, ჩვენ დავღლით თუ ისინი დაგვღლიან. ხელისუფლებას მეტი რესურსები აქვს, აქეთ ნაკლებია რესურსი. რაც არის, იმ რესურსებს სჭირდება გაფრთხილება, ჭკვიანურად გამოყენება, ოპტიმიზაცია, ახალი რესურსების მოძიება და ამ ყველაფერს სჭირდება მეტი კოორდინაცია.  სტიქია კარგია, ლამაზად გამოიყურება და ეს ყველას მოგვწონს, მაგრამ შედეგი ხომ უნდა მივიღოთ.

– სულ ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია მიიწვიეს მიუნხენის კონფერენციაზე. რატომ გახარია და არა სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერი?

-აქ ყველაფერი ლოგიკური და გასაგებია.  გიორგი გახარია იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტით სარგებლობდა. დასავლეთში ასეა მიღებული, რომ ისინი ინსტიტუციონალურ ლიდერებს თუ ყოფილ ლიდერებს აღიარებენ უფრო მეტად. აქ გასარკვევი არაფერია.

–ეს ხომ არ იყო მინიშნება დასავლეთისგან, თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, გიორგი გახარია გახდება პრემიერ–მინისტრი და სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი. არ ვამბობ, რომ აუცილებლად  ასე მოხდება, ხალხი ვისაც აირჩევს, ის უნდა გახდეს პრემიერი და პრეზიდენტი, მაგრამ ამ ეტაპზე ამ ვარიანტზე ხომ არ ფიქრობენ?

– წინასწარ ამაზე ლაპარაკი არ ღირს.ახლა საქმეა საკეთებელი და ვინ სად იქნება, ამას დრო და არჩევნები გვაჩვენებს.

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია

12:41 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved