• რეკლამა
  • კონტაქტი
15:54, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ხვალიდან ეროვნული ბანკი სრულიად წარმოუდგენელ, დისკრიმინაციულ წესს აამოქმედებს” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
14:59 08-31-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
133

ეკონომისტი, ყოფილი პარლამენტარი რომან გოცირიძე:

,,ხვალიდან ეროვნული ბანკი სრულიად წარმოუდგენელ, დისკრიმინაციულ და ჩემი აზრით, ანტიკონსტიტუციურ წესს აამოქმედებს: 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს სპეციალური შესწავლის გარეშე ეკრძალებათ სარისკოდ მიჩნეული გადარიცხვის განხორციელება, თუ თანხა 500 ლარს აღემატება.

ასეთ სარისკო ოპერაციებად ითვლება კრიპტოვალუტის ან სხვა ონლაინ აქტივების შეძენა, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა, ვალუტის ყიდვა-გაყიდვა და სხვა მსგავსი ოპერაციები.

რა გამოდის-ბანკებმა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, სწრაფი გადახდის ოპერატორებმა და სხვა მსგავსმა დაწესებულებებმა 18 წლის ადამიანს შეიძლება ტრანზაქციის განხორციელების უფლება მისცენ ყოველგვარი სპეციალური შესწავლის გარეშე, ხოლო 60 წლის მშობელს არა?

ეს ხომ სრული აბსურდია.

ადამიანის ასაკი ავტომატურად რატომ უნდა ნიშნავდეს, რომ მას საკუთარი ფულის განკარგვისას დამატებითი “სკრინინგი“ სჭირდება? თუ მიზანი თაღლითობისგან დაცვაა, რატომ არის ასაკი მთავარი კრიტერიუმი?

და ბოლოს, ერთი პატარა კითხვა: ივანიშვილი რამდენი წლისაა?

 ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია:

„განახლებული რეგულაციები ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მოიცავს ისეთ დამატებით მოთხოვნებს, რომლის მიხედვით საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია 60 წელს გადაცილებულ მომხმარებელთა ანგარიშებიდან შესასრულებელ გარკვეულ ტრანზაქციებზე რისკების მართვა უფრო მაღალი სტანდარტით განახორციელოს.

ცვლილებების მიხედვით, შესაძლო თაღლითური ქმედების შედეგად ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულების პრევენციის მიზნით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა, კანონმდებლობით გათვალისწინებული მონიტორინგის მექანიზმებში, დამატებით უნდა დანერგოს დაცვის სპეციალური ზომები 60 წელს გადაცილებული მომხმარებლებისთვის.

კერძოდ, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა დროებით უნდა შეაჩეროს ან, სადაც ეს შეუძლებელია, უარი თქვას მომხმარებლის მიერ ინიციირებული რისკიანი ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულებაზე”

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved