• რეკლამა
  • კონტაქტი
09:51, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხვალ-ზეგ შეიძლება „მოლოტოვის კოქტეილით“ ვიხილოთ – კახა კალაძე ვიოლა ფონ კრამონზე

ალია ავტორი - ალია
10:54 05-04-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
404

კახა კალაძის განცხადებით, მის წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია, თითქოს ის ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს. ამის შესახებ კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის განმარტებით, კონკრეტული ევროპარლამენტარების ბრალდებებზე პასუხის გაცემა ანტიდასავლურ განწყობას არ ნიშნავს.

„დღეს მე რომ ვარ ხელისუფლებაში, ეს ჩემი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილება და დამსახურებაა. შესაბამისად, მე, როგორც დედაქალაქის მერი, როგორც პოლიტიკოსი, ვალდებული ვარ, დავიცვა ჩემი ქვეყნის, ხალხის ინტერესები. შესაბამისად, როდესაც თეთრზე გეუბნებიან შავიაო, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ამის გატარებას და ამაში აბსოლუტურად გულწრფელი ვარ. კალაძე არის რუსეთუმეო და ამას ამბობს ვინ – ლევან ხაბეიშვილი. ღმერთო, მართლა მეტეორი რატომ არ დაგვეცემა თავში. ეს კამპანია არის მიზანმიმართული იმისკენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს კალაძე, „ქართული ოცნება“ აკეთებს ანტიდასავლურ განცხადებებს. პირიქით, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის, ხალხის ინტერესებს. მათ, ვინც დღეს ევროპის სახელით გველაპარაკება, ევროპულ ღირებულებებთან საერთოდ კავშირი არ გააჩნიათ“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა შეურაცხმყოფელი უწოდა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის ბოლოდროინდელ განცხადებებს.

„არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ-ზეგ შეიძლება „მოლოტოვის კოქტეილით“ ვიხილოთ დედაქალაქში. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარმოგვიდგინოს 2024 წელს“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved