• რეკლამა
  • კონტაქტი
18:39, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხვალ, თიბისის მხარდაჭერით პრემია “ელისოს” დაჯილდოვება გაიმართება

ალია ავტორი - ალია
14:14 06-13-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
331

საქართველოში პირველად, თიბისის მხარდაჭერითა და ნატო ვაჩნაძის ფონდის ორგანიზებით, პრემია „ელისო“ ქართულ კინოში გამორჩეულ ნამუშევრებს გადაეცემა. გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოვლინდებიან:  საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი და საუკეთესო ოპერატორი. გამარჯვებულებს ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს.

დაჯილდოება ხვალ გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში გაიმართება. 14 ივნისს ნატო ვაჩნაძის დაბადებიდან 120 წელი სრულდება და ტრადიციულად ამ დღეს ნატოობაც აღინიშნება.

პრემია „ელისო”, რომელიც ქართულ კინოში გამორჩეულ ნამუშევრებს გადაეცემა, ნატო ვაჩნაძის ფონდის პირველი პროექტია. დაჯილდოება წელს პირველად, ლიმიტირებული ნომინაციებით იმართება.ნატო ვაჩნაძის ფონდის წევრები ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან, მათშორის არიან ნინო კირთაძე, რეზო კიკნაძე, ქეთევან შავგულიძე, გურამ ღონღაძე და სხვა.  


„ელისო“ ნიკოლოზ შენგელაიას ყველაზე წარმატებული ფილმია, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ქართული ავანგარდის დასაწყისი, რომელიც ნოვატორული თხრობითა და მონტაჟით გამოირჩევა. ქართულ მუნჯ ფილმებში ტენდენციურად ქალის ფიგურა ჩაგრული და მსხვერპლია,  ფილმის მთავარი პერსონაჟი ელისო კი დინების წინააღმდეგ წასული გმირია.  ელისოს როლს ნატო ვაჩნაძის და, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი კირა ანდრონიკაშვილი ასრულებს.

“ელისოს” გენერალური მხარდამჭერია თიბისი.მთავარი პარტნიორები კი არიან  გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება, თეგეტა, კოკა-კოლა, გალფი, სარაჯიშვილი და სხვა.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა

10:44 11-06-2025
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved