ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
“ოცნების ისტორია სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლით დაიწყო და ძალიან მალე ნაც-მოძრაობასთან კოჰაბიტაციასა თუ ფლირტში გადაიზარდა 


შემდეგ ლიბერალობით გაგრძელდა .რესპუბლიკელები შეიყვარეს.ლევან ბერძენიშვილის მზეს ფიცულობდნენ , უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ დანიშნეს , თინა ხიდაშელს თავდაცვის სამინისტრო უბოძეს – ყველაფერ ეროვნულს და ქართულს ტაბუ დაადეს , ვინც ეკლესიის და პატრიარქის დაცვას ვბედავდით – მთავრობიდან გამოგვიშვეს 


შემდეგ ევროპული – სოციალისტობა დაიწყეს.ევროპის მემარცხენე პარტიების ალიანსში შევიდნენ. სოციალ-დემოკრატები ვართო და არც ღმერთი გვწამს , არც ეროვნულობა და კარლ მარქსი არის ჩვენი იდეური მამაო 


დღეს ლიბერალობა და სოციალისტობა უკუაგდეს – ეროვნულობა და კონსერვატორობა დაჭირდათ.ეკლესიის მცველებად და ჯვაროსნებად სურთ თავი წარმოაჩინონ. ოჯახის სიწმინდეზე გვესაუბრება ის ხალხი რომლებმაც ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო , გენდერულ იდენტობას და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ცდილობდა 


და რა იქნება ხვალ 


ხვალ “ EДИННАЯ РОССИЯ “ – მარგარიტა სიმონიანი და სკაბაევა გველოდება – 100% ალბათობით იქ ამოვყოფთ თავს 


ასეთი ყოფილა წინასწარ დაგეგმილი გზა ლიბერალიზმიდან “ ედინნაია როსიამდე “


ამას ქვია “ მტკიცე პოლიტიკური იდეოლოგია “ და მსოფლმხედველობრივი სიმტკიცე
ეს იმათ გასაგონად დავწერე , ვისაც დღეს ზოგიერთები ილიას,ქაქუცას,ზვიადის და მერაბის ქართული-ეროვნული გზის გამგრძელებლები ჰგონიათ 
“ ამხანაგო ყვარყვარე ეს დროშა გადავაგდო 
რა უნდა გადააგდო, შეინახე, რა იცი რაში გამოგვადგება “ 





P.S. მხოლოდ ერთადერთი რამ არ იცვლება – ეს ხალხი ზვიად გამსახურდიას ვერ იტანდა და ვერ იტანს. გოგა ხაინდრავას და სხვა ედპ-შნიკ პუტჩისტებს ებარებოდნენ .( ფოტოზე ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ქადაგიშვილი პუტჩის დღეებში, ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების დამხობას ხელმძღვანელობს )”
















კომენტარები