• რეკლამა
  • კონტაქტი
21:47, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხუთი თავი და ათასი თვალი უნდა გვქონდეს, რომ ქვეყანა ამ ბეწვის ხიდზე გადავატაროთ, აქ და ახლა“

ალია ავტორი - ალია
18:39 06-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„გუშინ ვაპირებდი რაღაც დამეწერა იმ თაობაზე, იმ ახალგაზრდა ადამიანებზე, ავადმყოფი მეგობრების გადასარჩენად ტრასებზე რომ დგანან უზარმაზარი პოსტერებით. ვფიქრობდი, დავწერ, რომ რაღაც შეიცვალა, რომ მათი სახეები აღარ ჰგავს ჩვენსას, ვისაც ოთხმოცდაათიანები ერთმანეთის ჩაგვრას და გაწირვას გვასწავლიდა, რომ მათი ხმა ასცდა ჩვენს ძალად ჩახრინწულ და ხელოვნურად დაზეპირებულ სიტყვებს. ვაპირებდი და თითქოს ცინიკურად წამომეწია ახალგაზრდა ფეხბურთელის სიკვდილი. წამომეწია, შემძრა და შემახსენა, რომ კიდევ დიდი, დიდი გზაა გასავლელი. ვიცით, რომ ადამიანში ყოველთვის იცხოვრებს მკვლელი, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ადამიანად ყოფნის უმაღლესი ნიშანი ამ და ამგვარი ვნებების დაძლევაა. რაც უნდა პათეტიკურად ჟღერდეს ახლა ეს სიტყვები, სხვა გზა არ არსებობს, სხვა გზა არც გამოუცდია კაცობრიობას. ჩვენ ბაძვის არსებები ვართ, ოთხმოცდაათიანები წლები ამ ბაძვამ შვა და ეს „საქმის გამრჩევი“ ადამიანებიც ალბათ ვინმეს ბაძავდნენ. სიკვდილი გვახსენებს ამას. ეს საშინელი და დიდი ურდული ჩვენსას და წასულს შორის. ურდულია, მაგრამ ცოტა ხნით გასაღებადაც იქცევა. ერთხელ ვთქვი და კიდევ ვიტყვი, უფრო ხმამაღლა:

ძალადობის პრიმიტიული რომანტიზაციის ინერცია, რამაც თაობები შეჭამა, ჯერ არსად გამქრალა და მას ყოველდღე უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ ვდუმვართ. ვდუმვართ ასე, სანამ სხვისი სისხლი ჩვენად არ იქცევა. აბა, ორი თავი ხომ არ გვაქვს? არადა – დიახ! ორი თავი უნდა გვქონდეს, ორი და ხუთიც და ათასი თვალი, რომ ერთამენთი და ეს ქვეყანა ამ ბეწვის ხიდზე გადავატაროთ. ორი თავია საჭირო. აქ და ახლა“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved