ხულოში, სოფელ ბაკოში ხის სახლი და ბოსელი დაიწვა. სახლში რვასულიანი ოჯახი ცხოვრობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა – ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
სოფელ თხილვანაში ხულოს მერის რწმუნებულის, მამუკა ქამაშიძის თქმით, ოჯახი ქირით გაიყვანეს, ზარალის დათვლის შემდეგ კი, დაზარალებულ ოჯახს ხულოს მერია 20 ათას ლარს გადასცემს.
კომენტარები